Aa
Aa

რეკორდი და აღზევება - ინძაგის ბენევენტომ სერია B-ს ჩემპიონობა 7 ტურით ადრე გაინაღდა

ფილიპო ინძაგის „ბენევენტომ“ იტალიის სერია B-ს ჩემპიონობა და უმაღლესი ლიგის საგზური ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტურით ადრე მოიპოვა.

ბენევენტოელებმა იტალიის რანგით მეორე ლიგის 31-ე ტურში „იუვე სტაბიას“ 1:0 მოუგეს და უახლოეს მდევარ „კროტონეს“ 24 ქულით გაუსწრეს. შედეგად, მათ სერია B-ს 42-წლიანი რეკორდი გაიმეორეს და უმაღლეს დივიზიონში აღზევება 7 ტურით ადრე გაიფორმეს. 1977-78 წლებში ანალოგიური მაჩვენებელი „ასკოლის“ ჰქონდა, თუმცა მაშინ მატჩის მოგება 2 ქულით ფასდებოდა.

„ბედნიერი ვარ, რომ პრეზიდენტმა და დირექტორმა ნდობა გამომიცხადეს. ჩვენს კლუბს გაშვებული გოლების მხრივ ევროპაში საუკეთესო შედეგი აქვს, რაც ჩემი ბრწყინვალე ფეხბურთელების დამსახურებაა.

მათ ერთი საფეხურით მაღლა აინაცვლეს და უკვე სერია A-ში ითამაშებენ, ისევე როგორც მე და ჩემი სამწვრთნელო შტაბი. არასდროს წარმომედგინა, თუკი ისტორიის ასეთ ფურცელს დავწერდი“.

„ბენევენტო“, რომელსაც ჩემპიონატის 31 მატჩში 15 გოლი აქვს გაშვებული, იტალიის უმაღლეს ლიგას 2-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდება.

გუშინვე ცნობილი გახდა, რომ ბენევენტოელთა რიგებს გამოცდილი ფრანგი ფორვარდი, ლოიკ რემი შეავსებს. იგი იტალიაში დღეს ჩავა და „ჯადოქრებთან“ 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ინძაგის გუნდი მოლაპარაკებებს ასევე კამილ გლიკთან და ანდრე შურლესთანაც აწარმოებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები