Aa
Aa

როი კინმა შესაძლოა აზერბაიჯანის ნაკრები ჩაიბაროს - მხარეებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარული ფეხბურთელი, როი კინი სამწვრთნელო კარიერის განახლებას გეგმავს. The Sun-ის ინფორმაციით, კინი მოლაპარაკებებს აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციების ასოციაციასთან აწარმოებს.

როი კინი აზერბაიჯანული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ნომერ პირველი არჩევანია და ბრიტანული გამოცემის მიხედვით, საკმაოდ მიმზიდველი წინადადებაც მიიღო. თუმცა ირლანდიელს სურს მისი მომდევნო სამუშაო ადგილი მისთვის შესაფერისი იყოს და არ უნდა შეცდომა დაუშვას. გამომდინარე აქედან, „ნისლაინ ალბიონზე“ ვარაუდობენ, რომ აზერბაიჯანელებს 48 წლის სპეციალისტის დასარწმუნებლად დიდი სამუშაოს გაწევა მოუწევთ.

The Sun-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციების ასოციაცია კინისგან პასუხს უახლოეს 48 საათში ელის. წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა კანდიდატების მოძიებას დაიწყებს.

ირლანდიელმა ფეხბურთელმა სამწვრთნელო კარიერა 2006 წელს დაიწყო და „სანდერლენდი“ ჩაიბარა. „შავი კატების“ შემდეგ, მან „იფსვიჩი“ გაწვრთნა. ბოლოს კი, „ნოტინგემ ფორესტში“ მუშაობდა და მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ.

მსგავსი სიახლეები