ჩხუბი გასახდელში - ფეხბურთელები სამწვრთნელო შტაბს დაუპირისპირდნენ
Aa
Aa

ჩხუბი გასახდელში - ფეხბურთელები სამწვრთნელო შტაბს დაუპირისპირდნენ

„სელტასთან“ მატჩის შემდეგ, „ბარსელონაში“ სიტუაცია მაქსიმალურად არის დაძაბული.

როგორც Marca წერს, ვიგოში დაკარგული ორი ქულის შემდეგ, ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს შორის დაპირისპირება შედგა.

გასახდელში მოთამაშეებმა კიკე სეტიენს ტაქტიკური მონახაზი და გადაწყვეტილებები დაუწუნეს. მათ უკმაყოფილება „სელტასთან“ შეხვედრაში განხორციელებული ცვლილებების შესახებაც გამოთქვეს, როცა მეორე ტაიმის ბოლოს მწვრთნელმა მოედანზე გრიზმანი და არტური შეიყვანა, რამაც გუნდის თამაში გააუარესა.

გასახდელში შემდგარი დაპირისპირება გაკვირვებას საერთოდ არ იწვევს, რადგან მატჩის დასრულების შემდეგ, ლუის სუარესმა პრესასთან საუბრისას კიკე სეტიენი საჯაროდ გააკრიტიკა: „ვფიქრობ, არის რაღაცები, რაც მწვრთნელზეა დამოკიდებული, რომ მათ მსგავსი სიტუაციები გაანალიზონ. გასვლით მატჩებში ბევრ მნიშვნელოვან ქულას ვკარგავთ, რაც აქამდე სხვა სეზონებში არ ხდებოდა“.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელებს სეტიენის ხედვების არ ესმით და თვლიან, რომ ასე გაგრძელების შემთხვევაში გუნდს ტიტულებისთვის ბრძოლის შანსი არ ექნება.

Marca წერს, რომ „ბარსელონაში“ ატმოსფერო საბოლოოდ დაიძაბა და ორი მხარე - ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი ერთმანეთს ვეღარ უგებს, რისი შემჩნევაც ბოლო მატჩებიდან გამომდინარე დიდად რთული არ ყოფილა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები