''სოფლის გუნდი ქვეყნის ჩემპიონი გახადა'' - უკრაინელი მეკარე ცეცაძეს აქებს
Aa
Aa

''სოფლის გუნდი ქვეყნის ჩემპიონი გახადა'' - უკრაინელი მეკარე ცეცაძეს აქებს

გია ცეცაძის დებიუტი ''ლვოვის'' მთავარი მწვრთნელის პოსტზე დერბიში ლვოვის ''კარპატისთან'' შედგა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი სპეციალისტის გუნდი 1:0-ს იგებდა და შემდეგ მეტოქე მინდორზე 10 ფეხბურთელით დარჩა, საბოლოოდ მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

უკრაინული მედია ცეცაძის შესახებ გიორგი არაბიძის გარდა სერგეი პოგორილის ესაუბრა, რომელიც 2018 წელს ცეცაძესთან ერთად ''სამტრედიაში'' მუშაობდა.

სერგეი პოგორილი: ''ის იყო მწვრთნელი, რომელიც გუნდში და ზოგადად კლუბში ვითარებას აკონტროლებდა. ძალიან კარგი პიროვნებაა და ცდილობდა ყველას დახმარებოდა.

ჩვენ შემტევ ფეხბურთს ვთამაშობდით და ცეცაძე ნებისმიერ ვითარებაში საკუთარი ხედვის ერთგული იყო. თუ მის დავალებებს სათანადოდ ვერ ვასრულებდით და ვმარცხდებოდით, ის მაინც თავისი გეგმის ერთგული რჩებოდა.

მან შეძლო და სოფლის გუნდი ქვეყნის ჩემპიონი გახადა. ეს ყველაფერზე მეტყველებს, სხვას ვერაფერს დავამატებ. ის ყოველთვის მეკითხებოდა უკრაინის შესახებ, მას უკრაინაში მუშაობა სურდა და ახლა შესანიშნავი შანსი მიიღო.''

2018 წელს უკრაინელმა იმერულ კლუბში 6 მატჩი ჩაატარა. პოგორილისთვის ''სამტრედია'' კარიერაში უკანასკნელი კლუბი აღმოჩნდა. 31 წლის ასაკში მწვანე მინდორს დაემშვიდობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები