სერბული ფეხბურთის ლეგენდა კორონავირუსით გარდაიცვალა
Aa
Aa

სერბული ფეხბურთის ლეგენდა კორონავირუსით გარდაიცვალა

სერბული ფეხბურთის ლეგენდა ილია პეტკოვიჩი კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას სერბული მედია ავრცელებს. დაინფიცირების შემდეგ პეტკოვიჩის მდგომარეობა დამძიმდა, მას გულთან და ფილტვებთან დაკავშირებით პრობლემები წარსულშიც აწუხებდა, რასაც ინფიცირება დაემატა. 74 წლის ბალკანელი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

პეტკოვიჩის საფეხბურთო კარიერა 1964-დან 1983 წლამდე გრძელდებოდა. ამ პერიოდში ამპლუით ნახევარმცველი ბელგრადის ოფკ-სა და ფრანგული ''ტრუას'' ღირსებას იცავდა.

პეტკოვიჩმა იუგოსლავიის ნაკრებში 43 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი შეაგდო. ის სერბული ფეხბურთის ლეგენდად ითვლება.

სერბი 1968 წლის ევროპის ჩემპიონატისა და 1974 წლის მუნდიალის მონაწილეა.

ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობას ეწეოდა. 2006 წელს მისი ხელმძღვანელობით სერბეთისა და მონტენეგროს გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა. ასევე, მუშაობდა სამხრეთ კორეაში, ყატარში, იაპონიაში, ჩინეთში, საბერძნეთსა და შვეიცარიაში. მისი უკანასკნელი გუნდი სერბეთის 20-წლამდე ნაკრები იყო, რომელსაც 2017 წელს დაემშვიდობა. მას შემდეგ მთავარ მწვრთნელად აღარ უმუშავია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები