Aa
Aa

"დინამოს" ყოფილი მწვრთნელი "ბარსელონას" სკაუტთა საბჭოს უხელმძღვანელებს

თბილისის "დინამოს" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ალექს გარსია „ბარსელონას" სკაუტთა საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა.

ის ამ თანამდებობაზე ხოსეპ ბოადუს შეცვლის, რომელმაც თანამდებობა კლუბის პრეზიდენტთან, ხოსეპ მარია ბართომეუსთამ არსებული კონფლიქტის გამო დატოვა.

საქართველოში ჩამოსვლამდე და მის შემდეგაც გარსია „ბარსას“ აკადემია „ლა მასიაში“ ერთ-ერთი ასაკობრივი გუნდის ხელმძღვანელად მუშაობდა.

ესპანელი სპეციალისტი „დინამოს“ 2011/2012 წლების სეზონში ავარჯიშებდა და მისი ხელმძღვანელობით ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ევროპა ლიგის ფლეი-ოფში გავიდა, სადაც ორი მატჩის ჯამში საბერძნეთის „აეკთან“ დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები