ოფიციალურად: არველაძე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში
Aa
Aa

ოფიციალურად: არველაძე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი ვატო არველაძე თბილისის ''ლოკომოტივში'' დაბრუნდა, სადაც კარიერის საუკეთესო პერიოდი გაატარა. ინფორმაციას თბილისური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

მხარეებს შორის წელიწადნახევრიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

22 წლის შემტევი თბილისის ''ლოკომოტივის'' ღირსებას 2015-18 წლებში იცავდა, როცა საქართველოს ელიტარულ საფეხბურთო ჩემპიონატში 40 მატჩში 8 გოლი გაიტანა. მათგან ყველაზე დასამახსოვრებელი თბილისის ''დინამოს'' კარში შეგდებული გოლია.

2018-19 და 2019-20 წლების სეზონები ვატო არველაძემ პოლონურ ექსტრაკლასაში, კლუბ ''კორონაში'' გაატარა. მისი პოლონური კარიერიდან 2018-19 წლების სეზონის მეორე ნახევარი ყველაზე შედეგიანი და შესაბამისად ყველაზე წარმატებული გამოვიდა, რასაც მოჰყვა ეროვნულ ნაკრებში მიწვევა.

ვატო არველაძემ ეროვნულ გუნდში ორი მატჩი ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში ჩაატარა. მისი დებიუტი სტუმრად ირლანდიასთან შედგა, სადებიუტო გოლი კი გიბრალტარს პენალტის ნიშნულიდან ''დინამო არენაზე'' გაუტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები