Aa
Aa

"მადლობა მერაბ" - "ბორჯღალოსნების" კაპიტანი უგუნდოდ დარჩა

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი მორაგბე მერაბ შარიქაძე უგუნდოდ დარჩა.

ფრანგულმა კლუბმა „ორიაკმა“ ქართველ მორაგბესთან ხელშეკრულება გაწყვიტა.

ინფორმაციას კლუბი სოციალურ ქსელში ავრცელებს და მერაბ შარიქაძეს გუნდში გატარებული 6 სეზონისთვის მადლობას უხდის.

ქართველმა მორაგბე „ორიაკში“ 2014 წელს შეურთდა და ტრავმების გამო მხოლოდ 77 მატჩი გამართა, საიდანაც 45 ქულის მოპოვება მოახერხა.

„ორიაკამდე“ შარიქაძე ასევე საფრანგეთში „ბრუგ-ებ-ბრესში“ ასპარეზობდა.

თუ სად გააგრძელებს ეროვნული ნაკრების კაპიტანი კარიერას ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები