მარადონამ ხიმნასიასთან კონტრაქტი 2021 წლამდე გაახანგრძლივა
Aa
Aa

მარადონამ ხიმნასიასთან კონტრაქტი 2021 წლამდე გაახანგრძლივა

დიეგო მარადონა „ხიმნასიას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2020-21 წლების სეზონის ბოლომდე დარჩება. ლეგენდარულმა არგენტინელმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა და ამის შესახებ საზოგადოებას „ხიმნასიამ“ ამცნო.

„შენ ცნობილი ხარ, როგორც პელუსა, ღმერთი, დიეგო, დიეგოტე, კაპიტანი, მაგრამ ჩვენთვის კიდევ ერთი ტრიპერო ხარ და შენი გული ისეთივე თეთრი და ლურჯია, როგორიც ჩვენი. ხიმნასია 2021 მარადონა“.

შეგახსენებთ, რომ მარადონამ „ხიმნასია“ სექტემბერში ჩაიბარა. მან დარიო ორტისი შეცვალა და კლუბს საკუთარი მომავალი ერთი წლით დაუკავშირა.

დიეგომ ორი თვის შემდეგ, მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, გუნდს დაუბრუნდა და კორონავირუსის პანდემიის გამო, მომავალ წელსაც უმაღლეს დივიზიონში იასპარეზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები