„სამი კვირა ძალიან გაიწელა
Aa
Aa

„სამი კვირა ძალიან გაიწელა" - სონი სავალდებულო სამხედრო სამსახურზე

„ტოტენჰემის“ ფეხბურთელმა, სონ ჰიონ-მინმა სამხრეთ კორეაში გავლილი სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ ისაუბრა.

„კარგი გამოცდილება იყო, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ სიამოვნება მივიღე ყველაფრით, რაც იქ ყოფნისას გავაკეთე. ბიჭები შესანიშნავად მექცეოდნენ. სიმართლე გითხრათ, 3 კვირა ძალიან რთული, მაგრამ ამავდროულად სასიამოვნო იყო.

პირველ დღეებში ერთმანეთს არ ვიცნობდით და ცოტა უცნაური ვითარება გახლდათ, შემდეგ კი, ერთმანეთი გავიცანით და ყველაფერი დალაგდა. ყოველ დღეს ერთად ვატარებდით და მახსოვს, რომ ერთ ოთახში 10 კაცი იყო ხოლმე.

ყველანი ერთად ვმუშაობდით და ერთმანეთს ვეხმარებოდით. პირველ დღეებში ბიჭები ჩემთან ლაპარაკს ვერ ახერხებდნენ, მაგრამ ბოლო დღეებში ყველაფერი შეიცვალა და დროს ერთად ვატარებდით. ვხუმრობდით და იქ ყოფნით სიამოვნებას ვიღებდით. სამი კვირა ძალიან გაიწელა, მაგრამ მნიშვნელოვანი გამოცდილება და სიამოვნება მივიღე".

შეგახსენებთ, რომ „დეზების“ შემტევმა კორონავირუსის პანდემიის გამო გამოწვეული პაუზით ისარგებლა და სავალდებულო სამხედრო სამსახური წარმატებით გაიარა. სონმა სროლისა და იარაღის მარჯვე ფლობის კრიტერიუმებში ჯილდოები მიიღო. „ტოტენჰემის“ ფეხბურთელი 157 ჯარისკაციდან 5 საუკეთესოში მოხვდა.

როგორც იცით, სამხრეთ კორეაში არსებული წესების მიხედვით, 28 წლამდე ასაკის ყველა მამაკაცმა 21-თვიანი სავალდებულო სამხედრო სამსახური უნდა გაიაროს. თუმცა აზიურ თამაშებზე მოპოვებული ოქროს მედლის შემდეგ სონს ვადა შეუმცირეს და მან 4 კვირა იმსახურა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები