იური სიომინი-
Aa
Aa

იური სიომინი-"კავარცხელია "ლოკომოტივის" მომავალი იყო"

მოსკოვის „ლოკომოტივდან“ წასვლის შემდეგ იური სიომინმა ვრეცლი ინტერვიუ „სპორტ ექსპრესსთან“ გააკეთა.

რუსი სპეციალისტი ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერსაც შეეხო, რომელიც ახლა თანატოლ ზურიკო დავითაშვილთან ერთად ყაზანის „რუბინში“ ასპარეზობს.“

აღმაშფოთებელი შემთხვევა მოხდა ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით. ის "ლოკომოტივის" მომავალი იყო! ალექსეი მირანჩუკი წავიდოდა და მის ადგილას უპრობლემოდ ხვიჩა ითამაშებდა. ის ჩვენთან იჯარის წესით დიდ ხანს იმყოფებოდა და მის შესაძლებლობებში დარწმუნებული ვიყავი. ვფიქრობ, ადამიანებმა, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, "ლოკომოტივს" სპორტული და ფინანსური ზიანი მიაყენეს. გასათვალისწინებელია,რომ ჩემპიონთა ლიგის სეზონი იყო. ამ შემთხვევაში „ლოკოს“ ხელმძღვანელობას კითხვა უნდა დავუსვათ: "გვინდოდა,რომ "ლოკომოტივს" ჩემპიონთა ლიგაზე იმაზე უკეთ ეასპარეზა, ვიდრე გასულ წელს? " ვფიქრობ - არა.“ - განაცხადა სიომინმა

ხვიჩა კვარაცხელიამ  „ლოკომოტივთან“ ერთდ რუსეთის თასის გამარჯვებული გახდა.

ქართველი ფეხბურთელი ყაზანში კარანტინში იმყოფება და სავარჯიშო მოედანს მალე დაუბრუნდება.

შეგახსენებთ , რომ რუსეთის პრემიერლიგა 21 ივნისს უნდა განახლდეს.

ყაზანის „რუბინს“ 22 ტურის შემდეგ 23 ქულა აქვს და სატურნირი ცხრილში მე-14 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები