ლისაბონი თუ გერმანიის ერთ-ერთი ქალაქი? - ჩემპიონთა ლიგის ფინალი ''ათათურქზე'' აღარ გაიმართება
Aa
Aa

ლისაბონი თუ გერმანიის ერთ-ერთი ქალაქი? - ჩემპიონთა ლიგის ფინალი ''ათათურქზე'' აღარ გაიმართება

უეფა ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძელი ქალაქის შეცვლას გეგმავს. ფინალის თურქეთში, ''ათათურქზე'' უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო სეზონი შეჩერდა.

''ხეტაფეს'' პრეზიდენტის, ანხელ ტორესის განცხადებით ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო გათამაშების დარჩენილი შეხვედრების ერთ ქალაქში გამართვას აპირებს.

Mirror-ის ცნობით შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის დარჩენილი შეხვედრები ლისაბონში ან გერმანიის რამდენიმე ქალაქიდან ერთ-ერთში გაიმართოს.

ტორესმა Cadena COPE-სთან საუბარში აღნიშნა, რომ უეფა ანალოგიურად გეგმავს ევროპა ლიგის სეზონის დასრულებას, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება არ მიღებულა. სავარაუდოდ, ევროტურნირების მატჩები შიდა ჩემპიონატების დასრულების შემდეგ შედგება.

''ხეტაფეს'' პრეზიდენტის თქმით გადაწყვეტილებას 17 ივნისს მიიღებენ. ამავე დღეს საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებთა დაპირისპირების თარიღიც გაირკვევა.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპი არ დასრულებულა, დარჩენილია ოთხი მერვედფინალური დაპირისპირების საპასუხო მატჩები. ევროპა ლიგაზეც მერვედფინალური შეხვედრები უნდა გაიმართოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები