ლა ლიგაში ახალი სეზონიდან ქომაგები მატჩებს დაესწრებიან - ესპანელების გეგმა
Aa
Aa

ლა ლიგაში ახალი სეზონიდან ქომაგები მატჩებს დაესწრებიან - ესპანელების გეგმა

პანდემია ევროპაში ნელ-ნელა უკან იხევს, რისი დასტურიც ეტაპობრივად სპორტული ღონისძიებების განახლებაა.

ლა ლიგა 8 ივნისს უნდა განახლდეს, თუმცა უმაყურებლოდ, მაგრამ როგორც ირკვევა ცარიელი ტრიბუნების ყურება დიდ ხანს არ მოგვიწევს.

Cadena COPE წერს, რომ ესპანეთის მთავრობამ სპეციალური პროექტი შეიმუშავა, რომელიც 2020-2021 წლების სეზონის მაყურებლებთან ერთად ჩატარებას მოიცავს.

წყაროს ცნობით, როგორც ამ ეტაპზეა დადგენილი, ლა ლიგის ახალი სეზონი 12 სექტემბერს დაიწყება და ტრიბუნებზე საერთო რაოდენობიდან მაყურებელთა 30%-ს შეუშვებენ, ნოემბრიდან კი რაოდენობა 50%-მდე გაიზრდება, იანვრიდან კი 100% გახდება.

ხსენებული გეგმა კარგია, თუმცა ის კოვიდ-19-ზე და მის აქტივობაზე იქნება დამოკიდებული. როგორც მოგეხსენებათ, შემოდგომიდან ვირუსის მეორე ტალღას ელიან და ამ ეტაპზე შორს მიმავალი დასკვნების გამოტანა ნაადრევია.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის 2019-2020 წლების სეზონის დარჩენილი თერთმეტი ტურის ჩატარება 11 ივნისიდან 18-19 ივლისამდეა დაგეგმილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები