ქეცბაია პაპუნაშვილს დაუკავშირდა - ანორთოსისში კიდევ ერთ ქართველს ვიხილავთ?
Aa
Aa

ქეცბაია პაპუნაშვილს დაუკავშირდა - ანორთოსისში კიდევ ერთ ქართველს ვიხილავთ?

კვიპროსული გამოცემა, 24sports.com.cy იუწყება, რომ „ანორთოსისის“ ყურადღების ცენტრში გიორგი პაპუნაშვილი მოექცა. 

როგორც ირკვევა „ანორთოსისის“ მთავარი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია პაპუნაშვილს უკვე დაუკავშირდა და 25 წლის ფეხბურთელს სამომავლო გეგმების შესახებ გაესაუბრა.

კვიპროსული გამოცემის მიხედვით, უცნობია საუბარი როგორ დასრულდა, თუმცა ფაქტია, რომ ქართველი ფეხბურთელი სწორედ იმ პოზიციაზე ასპარეზობს, რომელზეც „ანორთოსისს“ გაძლიერება სჭირდება.

24sports.com.cy წერს, რომ ქეცბაიას პაპუნაშვილის გადაბირება დიდი ხანია უნდა და თუ ესპანურმა მხარემ თანხმობა განაცხადა, „პაპუს“ „ანორთოსისთან“ ადაპტაცია არ გაუჭირდება, რადგან გუნდში მისი რამდენიმე თანამემამულე მუშაობს.

როგორც იცით, პაპუნაშვილი სეზონის ბოლომდე სანტანდერის „რასინგშია“ განათხოვრებული და კონტრაქტი „სარაგოსასთან“ აკავშირებს, ასე რომ, „ანორთოსისს“ მისი იჯარით წაყვანა, ან გამოსყიდვა მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები