Aa
Aa

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კლუბების ახალი სია - "რეალი" ისევ სათავეშია

პროფესიონალური კომპანიების გლობალურმა აუდიტის სამსახურმა საფეხბურთო კლუბების ბოლო ერთი წლის საერთო ფასების ცვლილების ანალიზი შემოგვთავაზა.

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ საფეხბურთო ბრენდად მადრიდის „რეალი“ რჩება, რომლის ღირებულება 3 მილიარდ 478 მილიონს შეადგენს. 3 მილიარდს აჭარბებს მეორე-მესამე ადგილზე მყოფი კლუბების: „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ბარსელონას“ საერთო ფასიც.

ხუთეულში მოხვდნენ მიუნხენის „ბაიერნი“ და ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი „ლივერპული“ - ორივეს ღირებულება 2.5 მილიარდ ევროზე მეტია. ათეულში ასევე ვხვდებით „მანჩესტერ სიტის“, „ჩელსის“, „ტოტენჰემს“, „პარი სენ ჟერმენსა“ და „არსენალს“.

იტალიურ კლუბთაგან ყველაზე ძვირი ტურინის „იუვენტუსია“, რომელიც მილიარდ 735 მილიონი ღირს და სიის მე-11 ადგილზეა. შესამჩნევი პროგრესი აქვს „ინტერს“, რომლის ღირებულებაც გასულ წელთან შედარებითაც გაიზარდა, ბოლო 5 წლის მონაცემებით კი, საერთოდ 146%-ით მოიმატა - „ნერაძურის“ ამჟამინდელი ფასი 983 მილიონი ევროა.

აღსანიშნავია, რომ სიის პირველ 32 ადგილზე მყოფ კლუბთაგან „მილანი“ ერთადერთია, რომლის საერთო ღირებულებაც ბოლო 5 წლის მონაცემებით შემცირებულია. „როსონერი“ ამჟამად 526 მილიონ ევროდ ფასდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები