ქოჩორაშვილის შანსი: 20 წლის ქართველი ლევანტეს პირველ გუნდში ვარჯიშობს
Aa
Aa

ქოჩორაშვილის შანსი: 20 წლის ქართველი ლევანტეს პირველ გუნდში ვარჯიშობს

საფეხბურთო კლუბ ''საბურთალოს'' აღზრდილი გიორგი ქოჩორაშვილი ''ლევანტეს'' პირველ გუნდთან ერთად ემზადება.  მონტენეგროელმა ნიკოლა ვუკჩევიჩმა ტრავმა მიიღო და სავარჯიშო პროცესს ჩამოშორდა. მთავარმა მწვრთნელმა პაკო ლოპესმა ქართველის პირველ გუნდში დაწინაურება ვუკჩევიჩის ტრავმის შემდეგ გადაწყვიტა.

ესპანური მედიის ცნობით ქოჩორაშვილის პირველ გუნდთან ვარჯიში ავტომატურად არ ნიშნავს, რომ 20 წლის ფეხბურთელი პირველ გუნდში დააწინაურეს, თუმცა ფაქტია, რომ პირველ გუნდში დაწინაურების რეალური შანსი გაუჩნდა და მომავალი აჩვენებს როგორ გამოიყენებს.

2017 წელს თბილისში გამართულ ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატში ქოჩორაშვილმა გიორგი ყიფიანის გუნდში კარგად ითამაშა, რის შემდეგაც მისი გადაბირებით პორტუგალიური ''გიმარაინში'' და ესპანური ''ჟირონა'' დაინტერესდნენ. ქართველმა არჩევანი ''ჟირონას'' სასარგებლოდ გააკეთა და ორწლიანი იჯარით კატალონიურ გუნდს შეუერთდა.

2017-19 წლებში ქოჩორაშვილი ''ჟირონას'' ჯერ 19-წლამდე გუნდში, შემდეგ კი სარეზერვო გუნდში ასპარეზობდა.

2019 წლის ზაფხულში ''ლევანტესთან'' სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მიმდინარე სეზონში ქოჩორაშვილმა სარეზერვო გუნდის მაისურით ესპანეთის რანგით მესამე ლიგაში 15 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი შეაგდო.

ქოჩორაშვილს საქართველოს 19 და 21 წლამდე ნაკრებებში უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები