„დღეს ალბათ ჩემი დღე იყო
Aa
Aa
27 მაისი 2020  |  21:25

„დღეს ალბათ ჩემი დღე იყო" - წიტაიშვილის დუბლი 4 წუთში

უკრაინის ჩემპიონატის მონაწილე გუნდები სეზონის განახლებისთვის ემზადებიან. დღეს კიევის „დინამომ“ ბოლო სპარინგ შეხვედრა გამართა და დონეცკის „ოლიმპიკს“ დაუპირისპირდა.

„დინამომ“ დამაჯერებლად იმარჯვა და მეტოქე 2:0 დაამარცხა. კიეველთა რიგებში ორივე გოლი გიორგი წიტაიშვილმა გაიტანა. „დინამოს“ ფეხბურთელს დუბლის გასაფორმებლად მხოლოდ 4 წუთი დასჭირდა.

წიტაიშვილმა ანგარიში მე-2 წუთზე გახსნა, ხოლო მე-4 წუთზე მოწინააღმდეგე გუნდის კარი კიდევ ერთხელ აიღო.


შეხვედრის შემდეგ, წიტაიშვილი „დინამოს“ ოფიციალურ საიტს ესაუბრა და განაცხადა: „100 პროცენტით მზად არ ვართ, მაგრამ შახტართან მატჩამდე დრო კიდევ გვაქვს. გვეგონა, რომ 6 ივნისს ვითამაშებდით, მაგრამ ვითარება შეიცვალა და აქტიურად ვემზადებით. ჩემს შესაძლებლობებს რაც შეეხება, ვაჩვენე რა შემიძლია. დღეს ალბათ ჩემი დღე იყო და ყველაფერი გამომივიდა“.

როგორც მოგეხსენებათ, უკრაინის ჩემპიონატი 30 მაისს გაგრძელდება. კიევის „დინამო“ თავის შეხვედრას 31 მაისს ჩაატარებს და სტუმრად დავით ხოჭოლავას „შახტარს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები