Aa Aa
27 მაისი 2020  |  11:13

"ამ სეზონის ლივერპული მანქანასავითაა" - მბაპე კლოპს აქებს

ბრიტანულმა Mirror-მა კილიან მბაპეს „ლივერპულის“ შესახებ ჰკითხა. ფრანგმა შემტევმა საკითხზე მოკლე კომენტარი გააკეთა და კლოპის გუნდის წარმატების განმაპირობებელი ფაქტორებიც დაასახელა.

„მიმდინარე სეზონის პრემიერ ლიგაში ისინი ნამდვილი მანქანასავით გამოიყურებოდნენ. მათი შემხედვარე ისე ჩანდა, თითქოს მოგება ადვილია, არადა, ეს ასე არასდროსაა. ამასთანავე, აქამდე არნახულ ფეხბურთს თამაშობდნენ.

ჩემი აზრით, იყო ასეთი დაუნდობელი გუნდი მოედანზე, მხოლოდ ვარჯიშებზე მუხლჩაუხრელი შრომისა და ძალიან კარგი მენეჯერის ყოლის შემთხვევაშია შესაძლებელი“.

„ლივერპული“ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილს 25-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს და 30-წლიანი პაუზის შემდეგ ამ ტიტულის მოგებასთან ერთ ნაბიჯშია. პრემიერ ლიგის განახლების შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

EGT ყვავის რეკორდული ჯეკპოტი

EGT ყვავის რეკორდული ჯეკპოტი

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება