Aa
Aa

ალეგრი ბრუნდება? - "მანიუ" ფიქრობს, პსჟ უკვე საქმეშია

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მასიმილიანო ალეგრი სამწვრთნელო საქმიანობის გასაგრძელებლად მზადაა და მსურველები მის აგენტთან უკვე კონტაქტობენ.

როგორც გავლენიანი გამოცემა წერს, 52 წლის სპეციალისტი იტალიური კლუბის გაწვრთნას ამჯობინებს, რაც მისი ოჯახის სამშობლოში ცხოვრების სურვილით აიხსნება. თუმცა, ალეგრის სამსახურით ორი ევროპული გრანდი: „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „პარი სენ ჟერმენიც“ ინტერესდებიან.

იმ შემთხვევაში, თუ ოლე-გუნარ სულშერი „მანკუნიანელებს“ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გაიყვანს, მას პოსტიდან დაითხოვენ, ხელმძღვანელობა კი ერთ-ერთ პრიორიტეტულ კანდიდატურად სწორედ იტალიელ ტაქტიკოსს განიხილავს.

რაც შეეხება პსჟ-ს ვარიანტს, La Stampa-ს ცნობით, პარიზელთა სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ ალეგრის უკვე დაურეკა და ტომას ტუხელის ჩანაცვლება შესთავაზა.

„მილანისა“ და „იუვენტუსის“ ყოფილი მწვრთნელი გასული წლის შემდეგ უმუშევარია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები