Aa
Aa

ბარკლი: „100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ სეზონი განახლდება"

NBA-ის ლეგენდარულმა კალათბურთელმა, ჩარლზ ბარკლიმ იმედისმომცემი პროგნოზი გააკეთა და განაცხადა, რომ 2019-20 წლების სეზონი აუცილებლად განახლდება. როგორც იცით, ბარკლი TNT-ის ერთ-ერთი გადაცემის თანაწამყვანია და ESPN-თან საუბრისას საზოგადოებას სატელევიზიო არხის მფლობელებისგან მიღებული ინფორმაცია გაუზიარა.

„გადაწყვეტილებას ამ კვირაში მივიღებთ. 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ პარკეტს დავუბრუნდებით. ჩემი მეგობრები, რომლებიც MLB-ში, NHL-ში და NFL-ში მუშაობენ სეზონის გაუქმებას არ აპირებენ და NBA-შიც იგივე მოხდება.

ჩემს ხელმძღვანელებთან საუბრის შემდეგ, დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ სეზონი განახლდება. ჩვენ კალათბურთს ან ფლორიდაში, ან ლას-ვეგასში ვითამაშებთ“.

აღსანიშნავია, რომ ადრიან ვოინაროვსკის თქმით, NBA-ის წარმომადგენლები თითოეულ გუნდთან ვიდეოკონფერენციებს მართავენ და მათ ფორმატის, ფინანსური საკითხებისა და ლოკაციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდიან. NBA-ის გუნდები კი, თავიანთ პოზიციას აფიქსირებენ, რაც ლიგის ხელმძღვანელებს გეგმის შემუშავებაში ეხმარება.

აქვე გეტყვით, რომ TNT NBA-ის ერთ-ერთი მთავარი სატელევიზიო პარტნიორია და კორონავირუსის პანდემიისას სატელევიზიო არხის ბოსებს ლიგის წარმომადგენლებთან ხშირი კონტაქტი აქვთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები