ოლას ღია წერილი საფრანგეთის მთავრობას - „შეცდომის გამოსწორება აუცილებელია“
Aa
Aa

ოლას ღია წერილი საფრანგეთის მთავრობას - „შეცდომის გამოსწორება აუცილებელია“

„ლიონის“ პრეზიდენტმა, ჟან-მიშელ ოლამ საფრანგეთის მთავრობას ღია წერილით მიმართა და ლიგა 1-ის სეზონის განახლება მოითხოვა. ლიონელთა პირველი პირი დანებებას არ აპირებს და თვლის, რომ ფრანგული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ქალბატონო სპორტის მინისტრო, 2 ივნისიდან საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული შეზღუდვების შერბილება დაიწყება, რის შემდეგაც, სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებაზე იქნება საუბარი, რომელთა შორის დოღი და მომდევნო მუნიციპალური არჩევნებიცაა.

ჩვენ შეგვიძლია 2 ივნისი გამოვიყენოთ, როგორც დღე, როცა ფრანგულ ფეხბურთთან მიმართებით დაშვებული შეცდომის გამოსწორება და პროტოკოლის მიხედვით, ვარჯიშების განახლების თარიღის დადგენა შეგვეძლება. რატომ არ შეიძლება 2019-20 წლების სეზონი ივლისში ან აგვისტოში განახლდეს? როგორც ეს 21 აპრილს უეფამ შემოგვთავაზა და 14 მაისს ჩეფერინმა დაადასტურა“.

შეგახსენებთ, რომ ოლამ ფრანგული ფეხბურთის მიერ მიღებული გადაწყვეტილება L'Equipe-სთვის მიცემულ ინტერვიუშიც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიით საფრანგეთზე მეტად ესპანეთი დაზარალდა, მაგრამ შექმნილ მდგომარეობას გაუმკლავდა და გამოსავალი იპოვა. ოლას მიხედვით, საფრანგეთში უეფას მიერ გამოქვეყნებული პროტოკოლი არც კი განუხილავთ, რაც უდიდესი სკანდალია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები