Aa
Aa
24 მაისი 2020  |  17:03

"ოქროს მედალი გავყიდე, რომ კოკაინი მეყიდა", - ბრაზილიელი ფეხბურთელის დრამატული ისტორია

„სან პაულუს“ ყოფილმა მცველმა ფლავიო დონიზეტემ განაცხადა, რომ ის კოკაინზე დამოკიდებული იყო, რომელმაც მას აიძულა თავისთვის ყველაზე ძვირფასი ჯილდო გაეყიდა, რათა დოზა შეეძინა და მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა.

ახალგაზრდა დონიზეტეს 2005 წელს კარიერის საუკეთესო მონაკვეთი ჰქონდა. ის „სან პაულუს“ ღირსებას იცავდა და მასთან ერთად შტატის ჩემპიონი (პაულისტა) და ლიბერტადორესის თასის გამარჯვებულიც გახდა. მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში „ლივერპულის“ დამარცხებაში მას მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა იგი განაცხადში ბონფიმის ტრავმის გამო ბოლო წამს მოხვდა.

ხსენებული მედალი, რომელიც მას „ლივერპულთან“ გამარჯვების შემდე ერგო, ნარკოტიკების შეძენას შეეწირა, ისევე როგორც მისი პერსპექტიული კარიერაც.

„მე ის ნარკოტიკების გამო გავყიდე. 7000 რეალის (3500 დოლარი) სანაცვლოდ. როცა ფული ავიღე, თითქმის მთლიანად კოკაინის სანაცვლოდ გადავიხადე. 1000 რეალის სანაცვლოდ, ორ დღეში კოკაინის პირველი დოზა მივიღე. რაც მეტი მქონდა ფული, მით მეტ ნარკოტიკს ვყიდულობდი.

როცა ნარკოტიკებთან საქმე დავიჭირე, სხვა ყველა დანარჩენი დავკარგე. თავდაპირველად ზომიერად მოვიხმარდი. შემდეგ, მასთან უფრო დავახლოვდი და რაც ცხოვრებაში გამაჩნდა ყველაფერი დავკარგე. ყველა დანაზოგი, რაც მქონდა ნარკოტიკში დავხარჯე.

მის გარეშე თავს არასდროს ვიტოვებდი. დილით, შუადღით და საღამოს წამლის ზემოქმედების ქვეშ ვიყავი.

მთელი თანხა, ყველა ნივთი, რაც გამაჩნდა ყველაფერი გავყიდე და დავკარგე, გარდა ჩემი ცოლისა და ქალიშვილებისა, რომლებიც დღესაც ჩემთან არიან“.

ამჟამად, 36 წლის დონიზეტე სან პაულუს შტატში, ქალაქ ამერიკანაში ცხოვრობს და მებაღედ მუშაობს. 2018 წელს, მის მიერ საჯარო აღიარებისა და ფეხბურთში დაბრუნების თხოვნის შემდეგ, 2019 წელს ფლავიო „პორტუგუეზემ“ აიყვანა, რომელიც რანგით მეორე ლიგაში გამოდის.

იგი დღმდე ოცნებობს, რომ პროფესიონალურ ფეხბურთს დაუბრუნდეს, თუმცა სინანულით აღნიშნავს, რომ მისმა შეცდომებმა წლები და შანსი დააკარგვინა: „ჩემი ყველაზე დიდი სინანული არის ის, რომ კოკაინი გავსინჯე. მან მე გამანადგურა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები