ოფიციალურად: ბაიერნმა კოუტინიო არ გამოისყიდა - რა ელის ბრაზილიელს?
Aa
Aa

ოფიციალურად: ბაიერნმა კოუტინიო არ გამოისყიდა - რა ელის ბრაზილიელს?

რამდენიმე თვის შემდეგ, ფელიპე კოუტინიოს მომავალი როგორც იქნა გაირკვა. მიუნხენის „ბაიერნმა“ 23 მაისს ოფიციალურად დადასტურა, რომ ისინი ბრაზილიელ ფეხბურთელს არ გამოისყიდიან.

ესპანური Sport-ის ცნობით, „რეკორდმაისტერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ ამ თემასთან დაკავშირებით მოკლე და მკაფიო კომენტარი გააკეთა: „დრო უკვე ამოწურულია, ჩვენ გამოსყიდვის უფლება არ გამოვიყენეთ“.

როგორც მოგეხსენებათ, კოუტინიო „ბაიერნში“ გასულ სეზონში გადავიდა. „ბარსამ“ მის სანაცვლოდ 8.5 მილიონი ევრო მიიღო, ფეხბურთელს ხელფასს მიუნხენელები უხდიდნენ და ერთი სეზონის შემდეგ, მათ ბრაზილიელის 120 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება ჰქონდათ, თუმცა დღევანდელ ვითარებაში ამის ძალიან მცირე შანსი იყო.

„ბაიერნი“ ზოგადად ამხელა თანხებს არ იხდის ხოლმე, ამჟამად კი კორონავირუსის გამო კლუბებს ფინანსური ზარალიც დაემატათ. გერმანელები კოუტინიოს გამოსყიდვას მოხოლოდ თანხის შემცირების შემთხვევაში დათანხმდებოდნენ, რაც კატალონიელთა გეგმებში არ შედიოდა.

ამრიგად, ფელიპე „კამპ ნოუზე“ დაბრუნდება, თუმცა დიდი შანსია მისი დატოვება მალევე მოუწიოს. კოუტინიოს მომავალი „ბარსას“ ტრანსფერებზე იქნება დამოკიდბეული, თუ კლუბი სასურველ შემტევებს შეიძენს, „კოუს“ სავარაუდოდ გაყიდიან, ან რომელიმე გუნდთან ბარტერში ჩართავენ.

მსგავსი სიახლეები