გელა აფრასიძეს მორიგი აღიარება - ახალგაზრდა მორაგბე TOP-5 მოთამაშეში
Aa
Aa

გელა აფრასიძეს მორიგი აღიარება - ახალგაზრდა მორაგბე TOP-5 მოთამაშეში

პოპულარულმა რაგბის ვებგვერდმა „Rugbyrama”-მ 5 საუკეთესო ახალგაზრდა 9 ნომერი დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ სიაში საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „მონპელიეს“ მორაგბე გელა აფრასიძე მოხვდა.

ფრანგული ვებ გვერდი ქართველ „ბორჯღალოსანს“ ასე ახასიათებს :

თუ საზოგადოებამ ის მიმდინარე სეზონში "მონპელიესა" და საქართველოს ნაკრებში თამაშით გაიცნო. არიან რაგბის ის გულშემატკივრები, რომლებიც მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატებს აქტიურად ადევნებენ თვალს და მისი შესაძლებლობები დიდი ხანია იციან. 20-წლამდელთა პირველობაზე ის ჯერ კიდევ 2016 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ აფრასიძე მუდმივად უმატებს. გასულ წელს მან პირველად ითამაშა მსოფლიო თასზე."მონპელიე" ნამდვილად არ შემცდარა, როდესაც 2017 წელს გელა მიიწვია.”

გელა აფრასიძეს გარდა ხუთეულში ინგლისელი ბენ უაითი, ავსტრალიელი ტეიტ მაკდერმოტი, ირლანდიელი კრეიგ კეისი  და შოტლანდიელი ჯეიმი დობიც  მოხვდნენ.

ასევე შეგიძლიათ გადახვით RUGBYRAMA-ზე და მონაწილეობა გამოკითხვაში მიიღოთ, სადაც გელა აფრასიძე 47%-ით ლიდერობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები