უკანასკნელი ცეკვა - დოკუმენტური სერიალი რეკორდებს ხსნის
Aa
Aa
20 მაისი 2020  |  16:33

უკანასკნელი ცეკვა - დოკუმენტური სერიალი რეკორდებს ხსნის

დოკუმენტური სერიალი „უკანასკნელი ცეკვა“ გახდა ყველაზე პოპულარული დოკუმენტური ფილმი ESPN-ის ისტორიის განმავლობაში. საშუალოდ სერიალი 5,6 მილიონმა ადამიანმა უყურა.

10 სერიანი სერიალი, რომელიც 90-იან წლების „ჩიკაგო ბულსზე“ და ლეგენდარულ მცველ მაიკლ ჯორდანზეა გადაღებული 17 მაისს დასრულდა.

ჩვენ ბედნიერები ვართ მაყურებლების ამ რეაქციით.ბოლო 5 კვირა ჩვენ საღამოობით ფანებს ვაერთიანებდით „უკანასკნელი ცეკვის“ ირგვლივ. ეს არის ყველაზე პოპულარული დოკუმენტური ფილმი თუ სერიალი რაც კი ESPN-ს გადაუღია.“ - აღნიშნა ESPN-ის ვიცე-პრეზიდენტმა  კონორ შელიმ

ასევე სერიალი გახდა პოპულარული სოციალურ ქსელში. ESPN-ის თქმით „უკანასკნელი ცეკვა“ იყო ყველაზე აქტიური თემა „ინსტაგრამზე“ და „ტვიტერზე“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები