რაკიტიჩი:
Aa
Aa

რაკიტიჩი: "ნეტა, ბარსელონადან ვინმე გამოვიდეს და თქვას - რაკიტიჩი რჩება..."

ივან რაკიტიჩი „ბარსელონას“ რიგებში დიდი ალბათობით ბოლო სეზონს ითამაშებს. ესპანური პრესა მისი წასვლის შესახებ ყველაზე აქტიურად და მკაფიოდ წერს. ხორვატმა გუნდში თავისი თავი ამოწურა და კლუბი მისი შემცვლელის შეძენას გეგმავს.

„ბარსას“ მხრიდან მირალემ პიანიჩის მიმართ ინტერესი სწორედ ამ მოსაზრებას ამყარებს. რაც შეეხება თავად ხორვატს, მისი ნომერ პირველი მიზანი გუნდში დარჩენა და ტიტულების მოგებაა, თუმცა ის წასასვლელადაც მზადაა.

„ჯგუფებად ვარჯიშის განახლება განსაკუთრებული იყო, თითქოს ფეხბურთის დაბრუნება ვიგრძენით. სეზონის განახლებამდე ერთი სული გვაქვს.

როცა კლუბის ბაზაზე გამოვცხადდი მითხრეს, რომ შეცვლილი ვარ. გასულ ზაფხულთან შედარებით, ფიზიკურად უკეთ გამოვიყურები.

ჭორებზე რა შემიძლია ვთქვა. როცა ხელშეკრულებას ვაფორმებ, შემდეგ მთავარი მისი ბოლომდე მიყვანაა. რა თქმა უნდა, თამაში მინდა. ნეტა, „ბარსელონადან“ ვინმე გამოვიდეს და თქვას - რაკიტიჩი რჩება და ამით ჭორებს ბოლო მოუღოს. პრეზიდენტს ჩემთვის აქამდე არაფერი უთქვამს. არ ვიცი, შესაძლოა ჩემი ინტერვიუ ნახოს და ხვალ დამირეკოს.

ჩემი უმცროსი გოგონა მეკითხება ხოლმე, თასების ოთახს ახალ ჯილდოს როდის დავამატებ. მე კი ვპასუხობ, რომ მალე იქ 2 ახალი ტიტული გაჩნდება. ჩემპიონთა ლიგაშიც და ლა ლიგაშიც ბევრი თამაში დაგვრჩა გასამართი.

მინდა, რომ მხოლოდ „ბარსელონაზე“ ვიფიქრო, თუმცა ცვლილებებისთვის კარი არასდროს დამიხურავს“. - რაკიტიჩის სიტყვებს COPE ავრცელებს.

რაკიტიჩის სიტყვებიდან ნათლად ჩანს, თუ რამდენად უნდა მას „კამპ ნოუზე“ დარჩენა და როგორი გულდაწყვეტილია მისი ამჟამინდელი სიტუაციით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები