„მოდი, ფანებისთვის შოუ დავდგათ
Aa
Aa

„მოდი, ფანებისთვის შოუ დავდგათ" - ჭიკაძემ ედსონ ბარბოსა გამოიწვია

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, გიგა ჭიკაძემ ედსონ ბარბოსა გამოიწვია. ამ უკანასკნელმა გიგას მსგავსად, 17 მაისს იჩხუბა და დენ იგესთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა, თუმცა თვლის, რომ გამარჯვება მოპარეს.

ბრაზილიელმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და UFC-ის ბონუსი მოსთხოვა, რომელსაც მებრძოლები გამარჯვების შემდეგ იღებენ. ბარბოსას თქმით, მთელმა მსოფლიომ იცის, რომ იგესთან ბრძოლაში მან გაიმარჯვა, თუმცა ჭიკაძე სხვა აზრზეა.

„გიგა შოუმ“ ბარბოსას „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტით უპასუხა და განაცხადა: „ედსონ, პატივს გცემ, მაგრამ დენ იგესთან დამარცხდი. შენ ზედიზედ 3 წაგება გაქვს, მე კი, ზედიზედ სამჯერ ვიმარჯვე. ორივე სტრაიკერები ვართ და ჩემ მიერ განხორციელებულ გდებებზე ფიქრი არ მოგიწევს. მოდი, ფანებისთვის შოუ დავდგათ“.

შეგახსენებთ, რომ ჭიკაძეს UFC-ში 3 ბრძოლა აქვს გამართული და სამივეში იმარჯვა. ბარბოსას რაც შეეხება, იგი UFC-ის ეგიდით ოქტაგონზე 23-ჯერ გავიდა და სასურველ შედეგს 14-ჯერ მიაღწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები