Aa
Aa

ჩეფერინი: "დარწმუნებული ვარ, ჩემპიონატები და ევროტურნირები ჩამთავრდება"

უეფა-ს პრეზიდენტ ალექსანდრ ჩეფერინის განცხადებით, არსებობს კონკრეტული გეგმა, რომლითაც ორივე ევროტურნირის აგვისტოში ჩამთავრება იქნება შესაძლებელი. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პირველმა პირმა ამის შესახებ BeIN Sports-თან მოკლე კომენტარი გააკეთა.

„იმ ვითარების მიხედვით, რაც ახლაა, დარწმუნებული ვარ, რომ ევროპის სხვადასხვა ჩემპიონატები ჩამთავრდება, შესაბამისად, ასე იქნება ევროტურნირების შემთხვევაშიც".

როგორც BBC-ი წერს, თანაც, ეს ისე მოხდება, რომ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ფლეი-ოფის სტადიები კვლავ ორმატჩიანი იქნება. ტურნირებზე დარჩენილი ყველა შეხვედრა კი აგვისტოს თვეში გაიმართება.

აქვე შეგახსენებთ, რომ ჩეფერინმა „ევრო 2020“-ის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დიდი შანსია, ტურნირის მასპინძელ ლოკაციათა რიცხვი შემცირდეს და, შესაძლოა, მომავალ ზაფხულს დაგეგმილ გათამაშებას 8; 9 ან 10-მა ქალაქმა უმასპინძლოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები