''შე**** შენს ბებიას'' - რურის დერბიში ტოდიბო ჰალანდს დაუპირისპირდა
Aa
Aa

''შე**** შენს ბებიას'' - რურის დერბიში ტოდიბო ჰალანდს დაუპირისპირდა

კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი გერმანიის ჩემპიონატი განახლდა. 26-ე ტურში რურის დერბიში ''დორტმუნდმა'' შინ ''შალკე'' 4:0 გაანადგურა. მასპინძელთა მხრიდან გოლენი ჰალანდმა და აზარმა გაიტანეს, ხოლო პორტუგალიელმა რაფაელ გერეირომ დუბლი შეასრულა.

როცა ანგარიში 0:0 იყო, ''შალკეს'' 20 წლის ფეხბურთელი ჟან ტოდიბო ჰალანდს დაუპირისპირდა და ნორვეგიელის ბებიის მიმართ უცენზურა სიტყვა გამოიყენა: ''შე**** შენს ბებიას.'' ასე მიმართა ფრანგმა სკანდინავიელს, რომელიც ''დორტმუნდს'' გასულ ზამთარში შეუერთდა და ბუნდესლიგის მეცხრე მატჩში მეათე გოლი შეაგდო.

''დორტმუნდი'' 54 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ ''ბაიერნს'' მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება. ''ბაიერნი'' 26-ე ტურის შეხვედრას 17 მაისს სტუმრად ბერლინის ''უნიონთან'' გამართავს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები