ოქრიაშვილის "მარსელში" ტრანსფერი ჩაიშალა..
როგორც მოგეხსენებათ, გუშინ რამდენიმე წამყვანმა ფრანგულმა გამოცემამ ქართველი ფეხბურთელის, თორნიკე ოქრიაშვილის მარსელის "ოლიმპიკში" ტრანსფერის შესახებ, ინფორმაცია გაავრცელა . აღნიშნული ფაქტი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამაც დაადასტურა.
დღეს, კი აღნიშნული ახალი ამბავი სფფ-ს ოფიციალური Facebook გვერდიდან წაშლილია. როგორც გაირკვა, ოქრიაშვილის ტრანსფერი "მარსელში" ბოლო წამს ჩაიშალა.
რამდენიმე საათის წინ, "Foot01.com"-მა ოქრიაშვილის აგენტის, მამე ამიროვის სიტყვები გაავრცელა:
"მარსელის" მხრიდან ინტერესი ნამდვილად იყო. ჩვენ ჩავედით საფრანგეთში, თუმცა შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. თორნიკე "მარსელში" არ ითამაშებს. საქმე იმაშია, რომ "ოლიმპიკმა" "გენკთან" და თავად ფეხბურთელთან დეტალები ვერ შეათანხმა. ჩვენ მარსელს ამ დილით დავტოვებთ“ - განაცხადა ქართველი ფეხბურთელის აგენტმა.