ხაბიბის მამა კომიდან გამოვიდა - მას კორონავირუსი დაუდგინდა
Aa
Aa

ხაბიბის მამა კომიდან გამოვიდა - მას კორონავირუსი დაუდგინდა

რუსული პრესის ცნობით, ხაბიბ ნურმაგომედოვის მამა, აბდულმანაპ ნურმაგომედოვი კომიდან გამოვიდა. ეს ინფორმაცია სპორტულმა კომენტატორმა და აბდულმანაპის მეგობარმა, რამაზან რაბადანოვმაც დაადასტურა და განაცხადა: „ის კომიდან დღეს გამოვიდა და ჯერჯერობით ვერ ლაპარაკობს. აბდულმანაპი გულზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ, კომაში იმყოფებოდა“.

ერთ-ერთი რუსული სატელევიზიო არხის ინფორმაციით, 57 წლის ნურმაგომედოვს კორონავირუსი დაუდგინდა. თავდაპირველად აბდულმანაპს პნევმონია აღმოაჩნდა, თუმცა Covid-19-ზე ტესტის ჩატარებაზე უარი განაცხადა. მაისის დასაწყისში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რის შემდეგაც მოსკოვში გადაიყვანეს, სადაც მას Covid-19 დაუდასტურდა.

შეგახსენებთ, რომ რუსული პრესის მიერ აბდულმანაპის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, გავრცელებულ ინფორმაციას UFC-ის პრეზიდენტი, დეინა უაითი და კონორ მაკგრეგორი გამოეხმაურნენ. მათ ხაბიბს თანადგომა გამოუცხადეს და აბდულმანაპს გამოჯანმრთელება უსურვეს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები