''ეს შეშლილი მოაშორე, თორემ მოვკლავთ'' - ბიანკუჩიმ მესის ბავშვობა გაიხსენა
Aa
Aa

''ეს შეშლილი მოაშორე, თორემ მოვკლავთ'' - ბიანკუჩიმ მესის ბავშვობა გაიხსენა

მსოფლიო ფეხბურთის სუპერვარსკვლავის, ლეო მესის ბიძაშვილმა მაქსი ბიანკუჩიმ ნათესავის ბავშვობა არგენტინულ მედიასთან საუბარში გაიხსენა.

ბიანკუჩის ბრაზილიურ ''ფლამენგოში,'' მექსიკურ ''კრუზ ასულსა'' და პარაგვაულ ''ოლიმპიაში'' უთამაშია. მან კარიერის დიდი ნაწილი ბრაზილიაში გაატარა და მისი უკანასკნელი კლუბი პარაგვაული ''რუბიო ნუ'' იყო.

Ataque Futbolero მესის ბიძაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს.

''ბავშვობაში ეზოში მესი ჩვენთან ერთად თამაშობდა ხოლმე, იქ მესიზე უფრო დიდები იყვნენ, მეტყოდნენ ხოლმე: ''ეს შეშლილი მოაშორე აქედან, თორემ მოვკლავთ.'' მათ უნდოდათ მესისთვის დაერტყათ, მაგრამ ლეო წინააღმდეგობას უწევდა.

როცა ლეო 8 ან 9 წლის იყო, შაბათს დილით ადრე ვდგებოდი ხოლმე და ვუყურებდი როგორ თამაშობდა. მისი და ბურთის ურთიერთობა ძალიან შთამბეჭდავი და დაუჯერებელი იყო.

ვერ ვიჯერებდი, რასაც მესი ბურთთან ერთად აკეთებდა.''

ვიდრე 2001 წელს არგენტინას დატოვებდა და კარიერას ''ბარსელონაში'' გააგრძელებდა, მესი ''ნიუელს ოლდ ბოიზის'' საფეხბურთო სკოლაში ირიცხებოდა.

''ლეოს არგენტინა ძალიან უყვარს, მის გულში სამშობლოსადმი დიდი სიყვარულია, მაგრამ ეს ხალხს არასდროს ესმოდა. ჩემი ოცნებაა მესი მოედანზე ''ნიუელს ოლდ ბოიზის'' მაისურით ვიხილო, თუმცა ეს საკმაოდ რთული იქნება.

წარმოვიდგენ, რომ მესი ''კლასიკოში'' თამაშობს, ბავშვები სკოლაში უნდა წაიყვანოს.. ქალაქში ჯოჯოხეთია.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები