Aa
Aa

მწვრთნელებს პრემიერ ლიგის განახლება 13 ივნისის შემდეგ სურთ

როგორც ცნობილი გახდა, იტალიის ჩემპიონატის 13 ივნისს განახლება იგეგმება, ამავე კვირიდან სურთ პრემიერ ლიგის განახლება ინგლისშიც.

Times-ს ცნობით, პრემიერ ლიგის მესვეურებს, სამედიცინო პროტოკოლის გაწერის მიხედვით, ტურნირის განახლება მაქსიმალურად მოკლე ვადებში უნდათ, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რამდენად დათანხმდებიან ამაზე კლუბები.

საქმე ისაა, რომ მთავარი მწვრთნელები თვლიან, რომ ჩემპიონატის 12 ივნისს განახლების შემთხვევაში, მათი ფეხბურთელები სათანადო ფორმაში ვერ იქნებიან, ამიტომ მოსამზადებლად მეტ დროს ითხოვენ.

საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში მხარეები გარკვეულ დასკვნამდეც მივლენ.

ვიცით, რომ ბუნდესლიგა ამ უქმეებზე განახლდება, ესპანეთში ლა ლიგის დაბრუნების პოტენციურ თარიღად 12 ან 19 ივნისს ასახელებენ, პორტუგალიაში საერთოდ 4 ივნისიდან ითამაშებენ, საფრანგეთსა და ნიდერლანდებში კი ჩემპიონატები გაუქმდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები