''კანუ არსენალის ზამთრის საუკეთესო შენაძენია'' - ვენგერმა ნიგერიელზე ისაუბრა
Aa
Aa

''კანუ არსენალის ზამთრის საუკეთესო შენაძენია'' - ვენგერმა ნიგერიელზე ისაუბრა

საფეხბურთო კლუბ ლონდონის ''არსენალის'' ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ჩრდილოლონდონურ კლუბში მოღვაწეობიდან ზამთრის საუკეთესო ტრანსფერი დაასახელა. ფრანგი სპეციალისტის აზრით საუკეთესო ზამთრის შენაძენი ნიგერიელი ნვანკვო კანუ იყო, რომელიც 1999 წელს 4 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ მილანის ''ინტერიდან'' ინგლისურ კლუბში გადაბარგდა.

ვენგერმა, რომელიც ლონდონის ''არსენალში'' 1996-2018 წლებში მუშაობდა, beIN Sport-თან ისაუბრა.

''ზამთრის საუკეთესო ტრანსფერი? რთული კითხვაა. 22-წლიან პერიოდში ალბათ საუკეთესო კანუს ტრანსფერია. ჩვენს გუნდში ზამთარში გადმოვიდა და თავიდანვე კარგად შეეწყო გუნდს. ის დიდებული ფეხბურთელი იყო.''

2018 წლის იანვარში ''არსენალმა'' ''დორტმუნდიდან'' პიერ-ემერიკ ობამეიანგი შეიძინა, გაბონელმა სეზონის მეორე ნახევარში პრემიერ ლიგაში 10 გოლი გაიტანა, თუმცა ვენგერი უპირატესობას კანუს ანიჭებს.

ვენგერს მიაჩნია, რომ ზამთარში ტრანსფერის გაკეთების მომხრე არაა, რადგან დიდი შანსია, რომ სეზონის მიმდინარეობისას დამატებულმა ფეხბურთელმა ვერ გაამართლოს.

1998-99 წლების სეზონის მეორე ნახევარში კანუმ პრემიერ ლიგის 12 მატჩში 6 გოლი შეაგდო და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. გარდა ამისა, ინგლისის ასოციაციის თასზე ჯიმ სმიტის ''დერბი ქაუნთის'' გაუტანა.

კანუ ''მეთოფეებში'' 2004 წლამდე თამაშობდა. აფრიკელმა ''არსენალთან'' ერთად პრემიერ ლიგა ორჯერ მოიგო (2001-02 და 2003-04).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები