ევროტურნირები ქართული კლუბების გარეშე ? - უეფა გადაწყვეტილებას 27 მაისს მიიღებს
Aa
Aa

ევროტურნირები ქართული კლუბების გარეშე ? - უეფა გადაწყვეტილებას 27 მაისს მიიღებს

კორონა ვირუსის გამო უეფა 2020-21 წლების ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპის ჩატარების წესის შეცვლას ფიქრობს.

შესაძლებელია გუნდებმა 2 მატჩის გარდა გამარჯვებული მხოლოდ ერთი შეხვედრით გამოავლინონ ,უარეს შენთხვევაში კი საკვალიფიკაციო ეტაპის გაუქმებაც განიხილება.

ევროპული ფეხბურთის ასოციაციების გაერთიანებამ უკვე გამოაცხადა ჩემპიონთა ლიგის მომავალი ეტაპის დაწყების თარიღი -20 ოქტომბერი. თუმცა ჯერ კიდევ გაურკვეველია, მოხერხდება თუ არა შესარჩევი ეტაპის შეხვედრების ჩატარება.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მონაწილე 32 კლუბიდან კვალიფიკაციის გავლით ძირითად ბადეში მხოლოდ 6 გუნდი ხვდება.

რაც შეეხება უეფას ევროპა ლიგას, რომლის ჯგუფური ეტაპის მონაწილე 48 გუნდიდან საკვალიფიკაციო ეტაპის გავლით 17 კლუბი ხვდება, სიტუაცია გაცილებით რთულად არის.

ასევე შესაძლებელია , კლუბებმა თამაშების გარდა გაინაღდონ ჯგუფური ეტაპი და ევროტუნირებზე რეიტინგის მიხედვით მოხვდნენ. ის გუნდები , რომლებიც ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის მიღმა დარჩებიან გარკვეულ ფინანსურ კომპენსაციას მიიღებენ.

აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული საფეხბურთო კლუბებისთვის (თბილისის „დინამო“, ბათუმის „დინამო“, „საბურთალო“ და „ლოკომოტივი“), რომელთათვისაც ევროტურნირების შესარჩევი ეტაპები შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.

მოსალოდნელია, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას უეფას ვიდეოკონფერენციაზე მიიღებენ, რომელიც 27 მაისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები