Aa
Aa

"ეს შემაშფოთებელია", - ინგლისში და ესპანეთში 8 ფეხბურთელს კოვიდ-19 დაუდგინდა

კორონავირუსის პანდემიის შედარებით შესუსტების შემდეგ, კლუბებმა ვარჯიშების განახლება დაიწყეს, თუმცა სიტუაცია არც ისე სახარბიელოა, რადგან ტესტირების შემდეგ ფეხბურთელებს კოვიდ-19 დაუდასტურდათ.

იტალიის შემდეგ, ინფიცირებული ფეხბურთელები ინგლისში და ესპანეთშიც გამოვლიდნენ.

„ბრაიტონის“ აღმასრულებელი დირექტორი პოლ ბარბერი ადასტურებს, რომ კლუბის მე-3 მოთამაშეს კოვიდ-19-ზე დადებითი პასუხი დაუფიქსირდა.

ბარბერის თქმით ეს შემაშფოთებელია და დიდი პრობლემაა. ის პრემიერლიგას მოუწოდებს, რომ ჩემპიონატის განახლების გეგმა დეტალურად შეისწავლონ და კლუბებს წარუდგინონ.

ცოტა ხნის წინ, ბარბერი პრემიერლიგის გეგმას აკრიტიკებდა. რადგან მისი თქმით ყველა კლუბი უაფრთხოების ზომების დაცვას ვერ შეძლებდა. ამჯერად კი პრობლემა თვითონ „ბრაიტონს“ შეექმნა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყველა წესს იცავდნენ, 3 მოთამაშეს ვირუსი მაინც დაუდგინდა.

„ეს შემაშფოთებელია. სამწუხაროდ, მიუხედავად მიღებული ყველა ზომისა, რომელსაც ჩვენი კლუბი იცავდა, კოვიდ-19-ზე ტესტირებამ მესამე დადებითი პასუხი აჩვენა.

შევეცდებით რისკი მინიმუმამდე შევამციროთ, რომ ყველა უსაფრთხოდ იყოს“, - განაცხადა ბარბერმა Sky Sports-თან საუბრისას.

რაც შეეხება ესპანეთს, ლა ლიგასა და ლა ლიგა 2-ში ფეხბურთელთა ტესტირება დასრულდა და კორონავირუსი 5 მოთამაშეს დაუდგინდა.

ხუთიდან 3 მათგანი სევილიის „ბეტისში“ თამაშობს - ჟოელი, ალფონსო პედრასა და ხუანმი. ყველა მათგანს ვირუსი უსიმპტომოდ აქვთ.

აქვე გეტყვით, რომ ლა ლიგა დაინფიცირებულთა სახელებს არ ასაჯაროებდა, თუმცა ფეხბურთელებმა თავად არჩიეს, რომ საზოგადოებისთვის ყველაფერი გაემხილათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები