Aa
Aa

"გერმანია მაგალითი იქნება" - ჩეფერინი ბუნდესლიგის განახლების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

უეფა-ს პრეზიდენტი, ალექსანდრ ჩეფერინი გერმანიის ბუნდესლიგის განახლების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და მას შესანიშნავი ახალი ამბავი უწოდა.

„გერმანიის მთავრობა და ბუნდესლიგის წარმომადგენლები ჩემპიონატის განახლებაზე შეთანხმდნენ, რაც შესანიშნავი ამბავია. ეს უდიდესი და პოზიტიური ნაბიჯია, რომელიც ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს.

ესაა იმ კონსტრუქციული დიალოგისა და ფრთხილი დაგეგმარების შედეგი, რომელიც პოლიტიკოსებსა და საფეხბურთო ავტორიტეტებს შორის წარიმართა. დარწმუნებული ვარ, გერმანია ნათელი მაგალითი იქნება იმისა, როგორ შეიძლება დააბრუნო ფეხბურთი, მთელი თავისი ემოციებით.

ჩემი სურვილია, რომ ყველამ ასევე ურთიერთშეთანხმებულად ითანამშრომლოს და თითოეულ ასეთ მოლაპარაკებას წარმატებას ვუსურვებ“.

გუშინ ოფიციალურად გამოცხადდა, რომ გერმანიის ჩემპიონატი 16 მაისიდან განახლდება. ასევე დადასტურებულია თურქეთის სუპერ ლიგის მომავალი კვირიდან განახლების საკითხიც.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები