კვარაცხელია ფინანსურად წალენჯიხის 100 ოჯახს დაეხმარა
Aa
Aa

კვარაცხელია ფინანსურად წალენჯიხის 100 ოჯახს დაეხმარა

CrystalSport-ის ინფორმაციით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, დავით ბელქანიას ინიციატივით და ხვიჩა კვარაცხელიას ფინანსური მხარდაჭერით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად შეჭირვებულ მრავალშვილიან, შშმ პირებს, ხანდაზმულებს, სამედიცინო პერსონალსა და ვეტერანი ფეხბურთელების ოჯახებს 50-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცათ. საერთო ჯამში ფეხბურთელი 100 ოჯახს დაეხმარა.

კვარაცხელიას ოჯახი წალენჯიხიდანაა, ეს მისი მშობლიური მხარეა.

19 წლის ხვიჩა კვარაცხელიას თბილისის ''დინამოში,'' ''რუსთავსა'' და მოსკოვის ''ლოკომოტივში'' უთამაშია. 2018-19 წლების სეზონში კვარაცხელიამ მოსკოვურ გუნდთან ერთად რუსეთის თასი მოიგო.

2019 წლის ზაფხულიდან კვარაცხელია ყაზანის ''რუბინის'' ღირსებას იცავს, მან 2019-20 წლების სეზონში რუსეთის ჩემპიონატში 19 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი შეაგდო და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ქართველ შემტევს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. საქართველოს ეროვნული ნაკრებში სადებიუტო მატჩი ევრო 2002-ის შესარჩევ ციკლში გიბრალტართან ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები