ელ კუკუი: „ხაბიბმა და კონორ მაკნაგეთსმა კარიერა უნდა დაასრულონ
Aa
Aa

ელ კუკუი: „ხაბიბმა და კონორ მაკნაგეთსმა კარიერა უნდა დაასრულონ"

ტონი ფერგიუსონმა ხაბიბ ნურმაგომედოვი და კონორ მაკგრეგორი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და მათ კარიერის დასრულებისკენ მოუწოდა. „ელ კუკუი“ MMAFighting-ს ესაუბრა და განაცხადა:

„ხაბიბის დედაც. ჩემს ქამარს მესამედ ვიცავ. ეს ნამდვილი ქამარია და არა რაღაც დროებითი. ხაბიბი ძუკნაა. მან და მაკნაგეთსმა კარიერა უნდა დაასრულონ. ნამდვილი მამაკაცები მე და ჯასტინ გეიჯი ვართ. ორად ორი ნამდვილი მამაკაცი ამერიკელები არიან“!

 „ელ კუკუიმ“ ხაბიბისა და კონორის შესახებ რამდენიმე კვირის წინაც ისაუბრა და განაცხადა: „მე დაქირავებული მკვლელი ვარ, ხაბიბი და კონორი კი, კუდამოძუებული გამირბიან. ისინი მშიშრები არიან, ხოლო ხაბიბი ძუკნაა“.

შეგახსენებთ, რომ ფერგიუსონს UFC 249-ის ფარგლებში ხაბიბ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა, მაგრამ „არწივი" კორონავირუსის გამო რუსეთში ჩარჩა. „ელ კუკუი“ კი, ჯასტინ გეიჯის 10 მაისს შეერკინება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები