60 მილიონი და "ტოტენჰემი" "ბარსას" ფეხბურთელის გაფორმებასთან ახლოსაა!
კატალონიური გაზეთის Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, "ტოტენჰემი" "ბარსელონასთან", მუნირ ელ ჰადადის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს და როგორც წყარო ამბობს, მხარეები შეთანხმებასთან საკმაოდ ახლოს არიან.
"ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ მუნირი სექტემბერშიც "ბარსელონას" ფეხბურთელი იქნება. არაერთი წინადადება გვაქვს, რომელთაც განვიხილავთ და სულ მალე, საბოლოო გადაწყვეტილებასაც შეიტყობთ". - განაცხადა მუნირის აგენტმა.
20 წლის ელ ჰადადიმ, ცოტა ხნის წინ "ბარსასთან" კონტრაქტი 2020 წლამდე გაახანგრძლივა და კონტრაქტში არსებული პირობების მიხედვით, მისი გამოსასყიდი თანხა 60 მილიონი ევროა, შესაბამისად, ლონდონელებს ტრანსფერისთვის სწორედ ამ თანხის გაღება მოუწევთ.
მომზადებულია 90min.com-ის მიხედვით