Aa Aa
1 მაისი 2020  |  12:40

ჰოლანდი: "რონალდუს ეს თვისება ყველაზე მეტად მომწონს"

„დორტმუნდის“ თავდამსხმელმა, ერლინგ ბრაუტ ჰოლანდმა გამოცემა ESPN-ს ვრცელი ინტვერიუ მისცა. სკანდინავიელმა ფორვარდმა, სხვა თემებთან ერთად, კრიშტიანუ რონალდუზე, მის ბუნდესლიგურ დებიუტსა და პსჟ-ს ფეხბურთელთა ცნობილ აღნიშვნაზე ისაუბრა.

„თქვენ უბრალოდ შეგიძლიათ დააკვირდეთ რონალდუს სახეს, რომელზეც იკითხება: „დღეს მე გოლებს გავიტან“, და შემდეგ იგი ამას აკეთებს კიდეც. თავდადებულობა და მუდამ ახალი მიზნებისკენ სწრაფვა მას წარმატების მიღწევაში ეხმარება. მისი ეს თვისებები ყველაზე მეტად მომწონს.

გერმანიაში ჩემი დებიუტი ძალიან კარგი გამოვიდა, ბევრს ვიღიმებოდი და თამაშით ვტკბებოდი, ეს კი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია. ვცდილობთ, ხშირად გავიღიმო და პოზიტიური განწყობა შევინარჩუნო.

ვგრძნობ, რომ ყოველდღე ვვითარდები, ახლა კიდევ უფრო უკეთეს თანაგუნდელებთან ერთად ვთამაშობ, ვიდრე „ზალცბურგში“ ყოფნისას. „ზალცბურგს“ უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ მათ, შესაძლოა, მომავალში კიდევ უფრო მაღალ დონეზე მიხილონ, რაც მხოლოდ და მხოლოდ კარგი იქნება. ასე რომ, გერმანიაში გატარებული პირველი 1 თვით კმაყოფილი ვარ.

რაც შეეხება პსჟ-ს ფეხბურთელთა ჟესტს, ვფიქრობ, ისინი დამეხმარნენ მსოფლიოსთვის მედიტაციის მნიშვნელობა მეჩვენებინა. ასე რომ, მათი მადლობელი ვარ“.

ჰოლანდმა დორტმუნდელთა მაისური 11-ჯერ მოირგო და უკვე 12 გოლის გატანა შეძლო. „ყვითლებმა“ მის ტრანსფერში 17 მილიონი ევრო გადაიხადეს, ახლა კი სააგენტო transfermarkt-ზე ფეხბურთელი 72 მილიონ ევროდ ფასდება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში