ფერნანდინიომ დაასახელა თვისება, რომელიც გუარდიოლას სხვებისგან გამოარჩევს
Aa
Aa

ფერნანდინიომ დაასახელა თვისება, რომელიც გუარდიოლას სხვებისგან გამოარჩევს

„მანჩესტერ სიტის“ ბრაზილიელი უნივერსალი ფერნანდინიო Sky Sports-ს პეპ გუარდიოლას პლუსების შესახებ ესაუბრა.

ფერნანდინიომ დაასახელა თვისება, რომელიც პეპს მისი სხვა მწვრთნელებისგან გამოარჩევს:

ყოველთვის ვამბობ, რომ გუარდიოლასა და იმ მწვრთნელებს შორის, რომლებიც კარიერის განმავლობაში მყავდა განსხვავება არის ის, რომ პეპი უმცირეს დეტალებსაც კი უდიდეს ყურადღებას აქცევს.

ის გაძლევს ამომწურავ ინფორმაციას მეტოქისა და შენს შესახებ. პეპი უდიდეს ყურადღებას უთმობს სივრცეების ძებნას.

გუარდიოლა ყველა მეტოქეს სხვაგვარად შიფრავს. ის სივრცეებს სხვადასხვაგვარად კეტავს, რაც გუნდს უკეთ თამაშში ეხმარება. თამაშის ეს მხარე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ფეხბურთელისა და მწვრთნელის თვალით დანახული თამაში განსხვავებულია იმისგან, რასაც მაყურებელი ტრიბუნებიდან უყურებს.

გუარდიოლა დამეხმარა, რომ ახალი თვისებები შემეძინა. ჩვენ კვლავ ბურთს ვაკონტროლებთ და მისი დაკარგვისას მაქსიმალურად სწრაფად დაბრუნებას ვცდილობთ“.

შეგახსენებთ, რომ ფერნანდინიო ამპლუით ჩამშლელი ნახევარმცველია, თუმცა ეტაპობრივად გუარდიოლამ ის ცენტრალურ მცველად აქცია, რაც მისგან არ გვიკვირს. „ბაიერნში“ მუშაობის დროს პეპმა ფილიპ ლამისგან ნახევარმცველი შექმნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები