Aa
Aa

"ვიდას კრიპტონიტი" - რატომ ვერ უმკლავდებოდა ვიდიჩი ტორესს

ნემანია ვიდიჩი არის პრემიერლიგის ისტორიაში პირველი მცველი, რომელმაც სეზონის საუკეთესო მოთამაშის პრიზი მიიღო და ერთადერთი მცველი, რომელმაც პრიზი ორჯერ დაიმსახურა, თუმცა მისი „კრიპტონიტი“ ფერნანდო ტორესი იყო, რომლის წინააღმდეგ თამაში სერბს ყველაზე მეტად უჭირდა.

რიო ფერდინანდი ტორესისა და ვიდიჩის დაპირისპირებას იხსენებს. რატომ უჭირდა სერბს ესპანელის წინააღმდეგ თამაში.

„პირველ რიგში გეტყვით, რომ პრემიერლიგის ისტორიაში ეს იყო საუკეთესო პარტნიორთა დუეტი დაცვაში. მენდეთ.

ფორვარდები ხშირ შემთხვევაში ფლანგიდან გვიტევდნენ, რადგან ჩვენ წინააღმდეგ თამაში არ სურდათ. ეს სიგიჟე იყო.

თქვენ კარიერაში ყოველთვის იქნება ერთი მოთამაშე, რომელიც თქვენთვის რთული გასამკლავებელი გახდება. შესაძლოა ის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე არ არის, თუმცა მისი სტილი შეიქმნა იმისთვის, რომ თქვენსას ავნოს. ტორესი ნემანიასთვის სწორედ ასეთი იყო.

მის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთული იყო. ტორესი ერთადერთი მოთამაშე გახლდათ, რომელიც „ვიდას“ გამუდმებით სირთულეებს უქმნიდა.

როცა ტორესი ფორმაში იყო, როცა „ლივერპულში“ თამაშობდა, ის მსოფლიოში საუკეთესო ფორვარდი იყო. დამანგრეველი ფორვარდი გახლდათ.

სიმართლე გითხრათ, ჩემთან ერთი-ერთზე თამაშის დროს ტორესი პრობლემებს ვერ მიქმნიდა. ეს ასე იყო.

როდესაც მეკითხებიან, თუ ვინ იყო ყველაზე რთული მეტოქე ჩემთვის, მაგალითად როგორც რონალდუ და მესი არიან - მე ყოველთვის ვპასუხობ, რომ ასეთი კევინ დევისი იყო. მისგან არასდროს იცოდი, თუ რა გელოდა.

იგი ყოველთვის მიქმნიდა პრობლემებს, მის წინააღმდეგ გამკლავება რთული იყო. ფიზიკურად ყოველთვის ძლიერი იყო. სავარაუდოდ ასეთი იყო ტორესი ვიდიჩისთვისაც. ჩვენ ამ თემაზე არასდროს გვისაუბრია.

თამაშისას კარგი პარტნიორობა მხოლოდ სავარჯიშო მოედანზე შექმნილი როდია. ზოგჯერ ვიღაც შენს ცხოვრებაში შემოდის, სწორედ ასეთი ურთიერთობა გვქონდა ჩვენ“.

რიო ფერდინანდმა და ნემანია ვიდიჩმა „ოლდ ტრაფორდზე“ ერთად 2006-2014 წლებში ითამაშეს და მართლაც - ეს იყო ისტორიაში ერთ-ერთი უძლიერის დუეტი დაცვის ცენტრში. მათი წასვლის შემდეგ „მანჩესტერმა“ დაცვაში თამაში დღემდე ვერ დაალაგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები