Aa
Aa

"სიონის" ფეხბურთელებმა ბოლნისელ მოსახლეობას პროდუქტები დაურიგეს

საქარველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ბოლნისში, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო ვირუსის გავრცელების მაქსიმალურად შესაკავებლად, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, მკაცრი საკარანტინე შეზღუდვები დაწესდა.

ამის პარალელურად საფეხბურთო კლუბი „სიონი“ საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო. კლუბის ფეხბურთელებმა და ადმინისტრაციამ საკუთარი სახსრებით 40 სასურსათო პაკეტი შეიძინა და მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს გადასცა.

ჩვენ გავაკეთეთ სიკეთე, როგორც მთავარი მოტივაცია ცხოვრებაში. სიკეთე გადამდები უნდა იყოს, ამიტომ დღეს, ჩვენ მცირედით დავეხმარეთ, იმ ადამიანებს, რომლებსაც, ამ ეტაპზე, ყველაზე მეტად სჭირდებათ გვერდში დგომა. ჩვენი გუნდი სამომავლოდაც გეგმავს საქველმოქმედო აქციებში ჩართვას. ვიმედოვნებ, პანდემია მალე გადაივლის და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით”-აღნიშნა “სიონის” დირექტორმა ლევან სანიკიძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 511 ადამიანი დაინფიცირდა, რომელთაგანაც 156 გამოჯამრთელდა, ხოლო 6 გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები