ტოტი: „რეალში გადასვლასთან ძალიან ახლოს ვიყავი
Aa
Aa

ტოტი: „რეალში გადასვლასთან ძალიან ახლოს ვიყავი"

ლეგენდარულმა ფრანჩესკო ტოტიმ ინსტაგრამზე მიცემულ ინტერვიუში „რომაში“ გატარებული პერიოდის შესახებ ისაუბრა და აქცენტი 2004 წელზე გააკეთა, როცა „რეალში“ გადასვლის შანსი ჰქონდა.

„ჩემი ოცნება სამუდამოდ რომაში დარჩენა იყო, მაგრამ როცა იზრდები ხვდები, რომ მომავალში უამრავი დაბრკოლების გადალახვა მოგიწევს.

მილანს ჩემი გადაბირება ჯერ კიდევ მანამ უნდოდა, სანამ რომაში სადებიუტო შეხვედრას ჩავატარებდი. არიედო ბრაიდა სახლში მესტუმრა და ყველაფერს აკეთებდა, რათა მილანში წავეყვანე.

რომას დატოვებასთან ყველაზე ახლოს 2004-05 წლების სეზონში ვიყავი. რეალში გადასვლასთან ერთი ნაბიჯი მაშორებდა და პრაქტიკულად ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. გამარჯვების მოპოვება მსურდა და გუნდში უამრავ პრობლემას ვხედავდი, თუმცა ფრანკო სენსი ჩემთვის მამასავით იყო და მას ყველაფერი მივეცი, რისი მიცემაც შემეძლო“.

შეგახსენებთ, რომ ტოტის სერია A-ში 250 გოლი აქვს გატანილი და მხოლოდ სილვიო პიოლას ჩამორჩება. კარიერაში კი, იმპერატორმა 316 ბურთი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები