ნიკა ჭანტურია:
Aa
Aa

ნიკა ჭანტურია: "მადლობა ყველას, ვინც 24-საათიან რეჟიმში ჩვენთვის მუშაობს"

პანდემიის დროს, სხვა საფეხბურთო ლიგების მსგავსად, „Crystalbet ეროვნული ლიგაც“ შეჩერებულია. ფეხბურთელები სახლში რჩებიან და სპორტულ ფორმას ინდივიდუალური ვარჯიშებით ინარჩუნებენ.

თბილისის „ლოკომოტივის“ მცველმა ნიკა ჭანტურიამ არსებულ ვითარებაზე კლუბის საიტთან ისაუბრა:

უჩვეულო სიტუაციაში მოგვიწია ცხოვრება. მათ შორის, რა თქმა უნდა, სპორტსმენებსაც. ეროვნული ლიგა ახლა უკვე აქტიურ და საინტერესო ფაზაში უნდა ყოფილიყო შესული, თუმცა, სხვა მოცემულობის წინაშე დავდექით და ამასთან შეგუება გვიწევს.

ამ ყველაფრის ფონზე კი, შეძლებისდაგვარად, ვაგრძელებთ ვარჯიშს და მზადებას. ფეხბურთელებს მოცემული გვაქვს როგორც გუნდური, ასევე, ინდივიდუალური პროგრამები. იმედია, სეზონი მალე გაგრძელდება და ჩვენს საქმეს სრულფასოვნად დავუბრუნდებით. მადლობა მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ და ცდილობენ, ამ კრიზისიდან მალე გამოგვიყვანონ", - განაცხადა ჭანტურიამ.

ჩატარებული 2 ტურის შემდეგ „ლოკომოტივი“ 6 ქულით „Crystalbet ეროვნული ლიგის“ ერთპიროვნული ლიდერია. ჭანტურიამ ორივე მატჩში 90-90 წუთი ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები