7 ფეხბურთელი, რომლებიც ზაფხულში რეალს დატოვებენ - ბეილი სიის სათავეშია
Aa
Aa

7 ფეხბურთელი, რომლებიც ზაფხულში რეალს დატოვებენ - ბეილი სიის სათავეშია

ესპანურმა გამოცემა AS-მა „რეალის“ სამომავლო გეგმებს სტატია მიუძღვნა და ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებიც დიდი ალბათობით ზაფხულში „სანტიაგო ბერნაბეუს“ დატოვებენ.

AS-ის მიხედვით, ზინედინ ზიდანს შემადგენლობის გადახალისება სურს და მიზნის მისაღწევად მზადაა ხამესს, მარიანო დიასს, ალვარო ოდრიოსოლას, ალფონსო არეოლას, ნაჩოს, ლუკას ვასკესსა და გარეტ ბეილს შეელიოს.

როგორც ირკვევა „ზიზუს“ 121 მილიონი ევროს მიღება სურს, რომელსაც ზაფხულში გამოიყენებს და კორონავირუსის პანდემიის გამო, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერის გაჩარხვას მოახერხებს.

AS-ის სიის სათავეში გარეტ ბეილი იმყოფება და ეს გასაკვირი არავისთვისაა. უელსელს „ზიზუსთან“ დაძაბული ურთიერთობა აქვს და დიდი ხანია იწერება, რომ კარიერას სხვა კლუბში გააგრძელებს. ბეილის გზას აუცილებლად გაუყვება ხამესი, რომელმაც ტრავმების გამო, ძირითად შემადგენლობაში თავის დამკვიდრება ვერ მოახერხა. დანარჩენებს რაც შეეხებათ, მათი ბედი პრაქტიკულად გადაწყვეტილია, თუმცა AS ბოლო მომენტში ვითარების შეცვლას არ გამორიცხავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები