დენის როდმანი:
Aa
Aa

დენის როდმანი: "სასქესო ორგანო სამჯერ მოვიტეხე..."

ლეგენდარული დენის როდმანი თავისი ექსტრავაგანტულობით და გიჟური ქმედებებით ყოველთვის გამორჩეული იყო.

როგორც მისი „დეტროიტელი“ თანაგუნდელი ჯო დუმარსი ამბობდა, როდესაც ის სათამაშოდ გადიოდა, ყველა ეს სკანდალი გართობა და იდიოტობები ავიწყდებოდა და პარკეტზე უბრალოდ აქილევსივით იბრძოდა.

არგენტინული Ole როდმანის სიტყვებს ავრცელებს, რომელიც მის კიდევ ერთ უხამს და სახალისო ისტორიას ყვება. მისი თქმით, სასქესო ორგანო 3-ჯერ მოიტეხა...

„პირველად ეს მოხდა, როდესაც წვეულებაზე გემზე ვიმყოფებოდი. ერთმა გოგომ კაიუტაში მასთან ერთად წასვლა შემომთავაზა. როდესაც იმას ვაკეთებდით, რისთვისაც მივედით, კარგ იდეად მომეჩვენა, რომ ვეფხვის ნახტომი შემესრულებინა, თუმცა მე მხეცს ვერ ვაკონტროლებდი. გადავხტი როგორც ნამდვილი შეშლილი, შემდეგ კი ირგვლივ ყველგან სისხლი იყო. ის ყვიროა - „ოჰ, შენ კვდები“, - მე კი ვპასუხობდი - „არა, უბრალოდ პენისი მომტყდა.

მეორედ ეს შეხვედრის შემდეგ მოხდა, როდესაც „როქეთსს“ ვეთამაშებოდით. ტანტრული (იოგის ერთ-ერთი მიმდინარეობა) სექსისთვის ვემზადებოდი.

მესამედ ეს მოხდა, როდესაც ჩემს გოგოსთან ერთად ოტელში ველური სექსისთვის ვემზადებოდი. ვიცოდი რაც უნდა გამეკეთებინა, ჰოსპიტალში პატარა ტაბლეტებისთვის წავედი. თუმცა ჯანდაბა, ყველა ექიმმა ნერვიულობა დაიწყო და ნახევარ საავამდყოფოს დაუძახეს. მათ არ იცოდნენ ის როგორ მომტყდა. მე უბრალოდ აბები მინდოდა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები