დემეტრაძის ბრწყინვალე მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე: დუბლი დაბადების დღეზე!
Aa
Aa

დემეტრაძის ბრწყინვალე მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე: დუბლი დაბადების დღეზე!

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2000-01 წლების სეზონის პირველი ჯგუფურ ეტაპის მესამე ტურში კიევის ''დინამომ'' შინ ბელგიური ''ანდერლეხტი'' 4:0 გაანადგურა. პირველი გოლი ანდრეი გუსინმა გაიტანა, მეორე კი - მაქსიმ შაცკიხმა.

გამარჯვებულთაგან დუბლი ქართველა ფორვარდმა გიორგი დემეტრაძემ შეასრულა, მისი პირველი გოლით 89-ე წუთზე ანგარიში 3:0 გახდა, მეოთხე დამატებულ წუთზე დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ მატჩი 26 სექტემბერს გაიმართა, დემეტრაძე იუბილარი იყო, 24 წლის გახდა და დაბადების დღე შესანიშნავი გამოუვიდა - დუბლი ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე.

დემეტრაძის მსგავსად ვალერი ლობანოვსკიმ კახა კალაძეც სასტარტოში დააყენა. კალაძე 65-ე წუთზე შეცვალეს და ''დემეს'' გოლებისას მოედანზე არ იმყოფებოდა.

გიორგი დემეტრაძე კიევის ''დინამოს'' ღირსებას 2000 წელს იცავდა. 2001 წლის ზამთარში კარიერა ესპანურ ლა ლიგაში, ბასკურ ''სოსიედადში'' გააგრძელა, თუმცა მისი ესპანური კარიერა შედეგიანი არ ყოფილა, ერთადერთი გოლი ''სევილიას'' შეუგდო და 2002 წელს რუსეთის ჩემპიონატში დაბრუნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები