რაზე დავდოთ ფსონი? - საუკეთესო რჩევები სამშაბათისთვის
Aa
Aa

რაზე დავდოთ ფსონი? - საუკეთესო რჩევები სამშაბათისთვის

კორონავირუსით გამოწვეული გლობალური პანდემიის გამო სპორტული აქტივობების რიცხვი მინიმუმამდე შემცირდა. გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ბლოგი, რომლითაც ყველა სპორტისა და მათ შორის კიბერ სპორტის ეგიდით, იმ დღეს გასამართ მატჩებს მოკლედ მიმოვიხილავთ.

ბლოგი დაეხმარება მასაც, ვისაც უბრალოდ სპორტული ღონისძიების ყურება სურს და მასაც, ვისაც მათზე თანხის დადებისა და ამ გზით გართობის სურვილი აქვს.

Counter-Strike

ESL Pro League-ის ფინალური ეტაპის მეორე რაუნდის საწყისი ორი ტურის მატჩები გაიმართა და ჯგუფში ლიდერ-აუტსაიდერები გამოიკვეთა - 3 გუნდს 2-2 მოგება აქვს, დანარჩენ 3-ს კი 2-2 წაგება. სიმართლე ითქვას, ასეთი სცენარი ცოტა მოულოდნელი იყო, თუმცა მთავარი ბრძოლა ჯერ წინაა - კიდევ 3 ტური დარჩა.

ტურნირის წინა სეზონის ვიცე-ჩემპიონმა, Fnatic-მა ჯგუფური ეტაპი შესანიშნავად დაიწყო და ლიდერთა შორისაა, დღეს კი ამ სტადიაზე მოულოდნელად მოხვედრილ OG-ის დამარცხებას შეეცდება. OG-ი, რომელსაც პირველ ორ ტურში ქულა არ აუღია, მხოლოდ მე-16 ოფიციალურ მატჩს (წინა 15-დან 8 წააგო) ატარებს და ამ დონეზე ასპარეზობის გამოცდილება არ აქვს, აი Fnatic-ი კი წლების გამოცდილებითაა და არც უმაღლესი კატეგორიის ტიტულები აკლია. შესაბამისად, დღევანდელი მატჩის აშკარა ფავორიტი Fnatic-ია, რომელიც OG-ის ისტორიაში პირველად შეხვდება.

რაც შეეხება ESL Pro League-ს გასული სეზონის ჩემპიონ mousesports-ის, მას უკრაინულ-რუსულ კლუბ NaVi-ს სახით რთული მეტოქე ჰყავს. ეს მატჩი დღის მთავარ შეხვედრად უნდა ჩაითვალოს - NaVi წინა სეზონის 1/2 ფინალისტია და საწყის ორ ტურშიც 6 ქულა აიღო. ასე რომ, მატჩი, როგორც პრინციპულობის, ასევე სატურნირო მდგომარეობის თვალსაზრისით ძალიან საინტერესო და, რაც მთავარია, მნიშვნელოვანია. ორივე გუნდს 5-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს და ესეც ინტრიგაა, რომელი გააგრძელებს ამ სვლას. ფავორიტის დასახელება ურთულესია, ის კი სავარაუდოა, რომ 3-რუკიანი სუპერდაძაბული ბრძოლა ვიხილოთ.

დღის კიდევ ერთი თამაში ორ აუტსაიდერს: FaZe Clan-ისა და Astralis-ის შორისაა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე გუნდი სუპერგამოცდილი და ტიტულოვანია, ეს ჯგუფური ეტაპი სუსტად დაიყწეს და ჯერაც უქულოდ არიან. აქედან გამომდინარე, დღევანდელ მატჩში წაგებული, პრაქტიკულად, ბრძოლას ასრულებს. როგორც სათამაშო ფორმის, ასევე ბოლოდროინდელი ურთიერთშეხვედრების მიხედვით, შანსები დაახლოებით თანაბრად უნდა ჩაითვალოს, თუმცა სპეციალისტები ფავორიტად მაინც Astralis-ის თვლიან. ვნახოთ, რომელი აჯობებს და ჯგუფში შანსს რომელი დაიტოვებს.

დადე ფსონი Counter-Strike-ზე დადე ფსონი Counter-Strike-ზე

FIFA

დღის განმავლობაში უამრავი მატჩია E-League-ს ეგიდით, ყველაზე საინტერესო ტურნირი კი Fifa Pro Player Cup-ია, რომლის დღეს გასამართი რვავე შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაციის ხილვა Crystalbet-ის საიტზე უფასოდ შეგვიძლია.

დადე ფსონი FIFA-ზე დადე ფსონი FIFA-ზე

ჰოკეი

რუსეთში, „შორთ ჰოკეიში“, რომელიც 10-წუთიან 3 ტაიმს მოიცავს, Liga Pro-ს გათამაშება გრძელდება. დღეს ჯამში 9 თამაში გახლდათ ჩანიშნული, ყველა მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულ დროს იწყება, შესაბამისად, სათამაშო დღე პრაქტიკულად, დილიდან საღამომდე მიმდინარეობს.

იქიდან გამომდინარე, რომ მატჩებს დიდწილად გასართობი ხასიათი აქვს, იმაზე გაცილებით მეტი გოლი გადის ხოლმე, ვიდრე ჩვეულებრივ ჰოკეიში, რომელშიც დრო ზუსტად 2-ჯერ მეტია.

მაგალითისთვის Broneboytsy-ისა და Serp and Molot-ის მატჩი ავიღოთ. გუნდებმა ამ ტურნირზე უკვე 10 ურთიერთშეხვედრა გამართეს, რომელთაგანაც 7-ში მინიმუმ 7 გოლი გავიდა. ბოლოს გუნდებმა გუშინ ითამაშეს და ერთმანეთის კარში 9 გოლი შეაგდეს.

ასევე საინტერესოა Kings Town-ისა და Reaktivatori-ს წყვილი - გუნდებს დღეს ერთმანეთში 2 ურთიერთშეხვედრა აქვთ, რომელთაგან ერთ-ერთი დილით გაიმართა და Kings Town-ის გამარჯვებით - 5:4 დასრულდა. სულ ერთმანეთთან ამ ტურნირზე 10-ჯერ ითამაშეს და 6 მატჩში 7 ან მეტი გოლი გავიდა.

ერთმანეთის წინააღმდეგ ასევე სუპერშედეგიანად ასპარეზობენ Boevye Lisy და Chetyre Ronina. მათში უკვე 4 ურთიერთდაპირისპირება ჩატარდა და ანგარიშები ასეთია - 7:2; 4:4; 2:2; 6:4.

როგორც ვხედავთ, „შორთ ჰოკეიში“ ძირითადად სანახაობაზე კეთდება აქცენტი და გუნდების უმრავლესობა შეტევაზეა მომართული, შედეგებიც შესაბამისია - გულშემატკივარი ბევრი გოლითაა განებივრებული. ყველა ამ თამაშის ყურება Crystalbet-ის საიტზე სრულიად უფასოდ შეგვეძლება.

მოსაწყენად საქმე არც კიბერ ჰოკეის მოყვარულებს აქვთ, რადგან „NHL 20 ლიგა პრო“ მიმდინარეობს, რომლის ეგიდითაც დღეს 10-მდე მატჩია დაგეგმილი. კიდევ უფრო დიდ ინტერესს ESportsBattle National Teams-ის გათამაშება იწვევს, რომელშიც მოთამაშეები ერთმანეთს ეროვნული ნაკრებებით ეჯიბრებიან.

დადე ფსონი ჰოკეიზე დადე ფსონი ჰოკეიზე

ფრენბურთი

ამხანაგური ტურნირი მიმდინარეობს Kung Volleyball-იში. ვინაიდან ეს სპორტი ჩვეულებრივი ფრენბურთისგან განსხვავდება და ფართო აუდიტორიამ მისი წესები ნაკლებად იცის, ვეცადოთ, უკეთ გავერკვიოთ.

“კუნგ ფრენბურთი” სტანდარტული ფრენბურთის მსგავსი თამაშია - გუნდებში 3-3 მოთამაშეა. მატჩი ორი სეტის მოგებამდე გრძელდება, თითოეული კი 21 ქულამდეა. იმ შემთხვევაში, თუ თამაში მე-3 სეტამდე მივიდა, იქ უკვე 15 ქულის აღებაა საჭირო. ამასთანავე, სეტის მოსაგებად აუცილებელია მინიმუმ ორქულიანი სხვაობით წინ გასვლა, მაგალითად: თუ ანგარიში 20:20 გახდა, თამაში იქამდე გაგრძელდება, სანამ რომელიმე გუნდი ორი ქულით არ დაწინაურდება.

მოთამაშეებს არ აქვთ უფლება გამოიყენონ ხელები თამაშის დროს, ბურთის გასათამაშებლად საჭიროა ფეხების, თავის, მუხლების და გულმკერდის გამოყენება.

Crystalbet-ი ხსენებულ ამხანაგურ ტურნირ Kung Volleyball-იზე ფსონებს მატჩების მოგებულზე, ქულების ფორებსა და ქულების მეტობა-ნაკლებობაზე იღებს. დღის განმავლობაში 10-მდე მატჩი გაიმართება, შეხვედრები სესიებადაა გადანაწილებული.

დადე ფსონი ფრენბურთზე დადე ფსონი ფრენბურთზე

დარტსი

საინტერესო დღეა დარტსის მოყვარულთათვის, მათთვის დღეს ორი ტურნირია - Modus Icons of Darts 2020 და ჩეხეთის შიდა ჩემპიონატი Czech Tipsport Premier league 2020E.

დავიწყოთ Modus Icons of Darts 2020-ით, რომელიც საერთაშორისო მასშტაბისაა და, ბუნებრივია, გაცილებით დიდ ყურადღებას იქცევს. შუა დღიდან მოყოლებული მოთამაშეები დაფასთან დადგებიან და ერთმანეთის წინააღმდეგ იასპარეზებენ. თითოეული მოთამაშე 4 სხვადასხვა შეხვედრას გამართავს. ყველა მატჩზე ფსონის დადება და მათი პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა Crystalbet-ის ვებგვერდზე სრულიად უფასოდაა შესაძლებელი.

რაც შეეხება ჩეხეთის ჩემპიონატს, იქ პირველი ეტაპი იწყება, რომელსაც დიდწილად მოთელვითი ხასიათი უფრო აქვს, რადგან ჯგუფში განაწილებული 10 გუნდიდან შემდეგ ეტაპზე 8 გადის. დღევანდელ სათამაშო დღეს პირველი ტურის ხუთივე მატჩი გაიმართება, დაფასთან ვიხილავთ, როგორც გამოცდილ, ისე ახალბედა მოთამაშეებს.

დადე ფსონი დარტსზე დადე ფსონი დარტსზე

მაგიდის ჩოგბურთი

რუსეთში, უკრაინასა და ჩეხეთში შიდა ტურნირები გრძელდება. დღეს 180-მდე მატჩია დაგეგმილი, ამიტომ ზოგად წესებზე ვისაუბროთ, დაწვრილებით კი შეხვედრათა გადახედვა-გარჩევა ჩვენს პარტნიორ Flashscore-ზე შეგიძლიათ.

დღეს გასამართ ყველა ამ ქვეყნის ჩემპიონატის მატჩში 3 სეტი უნდა მოიგო, რათა საბოლოო გამარჯვებას მიაღწიო. ასევე შევთანხმდეთ იმაზეც, რომ სეტის მოსაგებად 11 ქულაა საჭირო, ხოლო ანგარიშზე - 10:10 მოთამაშე წინ 2 ქულით უნდა გავიდეს, მაგალითად: 12:10; 13:11, 16:14 და ა.შ.

კონკრეტულად რუსეთის ჩემპიონატში დღეს 52 მატჩი გახლდათ დაგეგმილი, ყველა მათგანის პირდაპირი ტრანსლაციის ხილვა Crystalbet-ის საიტზე სრულიად უფასოდ შეგვიძლია.

დადე ფსონი მაგიდის ჩოგბურთზე დადე ფსონი მაგიდის ჩოგბურთზე

ცხელი ამბები